"გუგა გადასაღებ მოედანზე გავიცანი. ის ყოველთვის ფიქრობს პარტნიორზე და არა მხოლოდ საკუთარ თავზე"
- დაბადების თარიღი...……
- ...1995 წლის 9 იანვარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...…
- ...მსახიობი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...არ ვიცი, რას ამბობენ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...…
- ...არაფერს შევცვლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- ...როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში გიზო ჟორდანიას და ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში მოვხვდი.…
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- ...მათ, ვინც ეს პროფესია მასწავლეს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს ისეთი შვილი, როგორზეც ვოცნებობდი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...…
- ...განვვითარდე და წინ წავიდე.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...გულწრფელობა და პასუხისმგებლობა ჩემი საქმის მიმართ.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...არაპუნქტუალური ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...…
- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ადამიანი დაშვებულ შეცდომას ნანობს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ზუსტად ვიცი, ისეთი იქნება, როგორიც მე წარმომიდგენია.…
- ვიბნევი...…
- ...როდესაც კომპლიმენტს მეუბნებიან.
- ვნანობ...…
- ...არაფერს ვნანობ; რომ ვნანობდე, გამოვასწორებდი.
- ამ წუთში ძალიან მინდა...
- ...ბევრი რამ მინდა.
- ჩემი ჰობია...
- ...თხილამურებით სრიალი.
- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ...უსამართლობას.
- მეზარება...
- ...არასდროს არაფერი.
- სიყვარული ეს...…
- ...არის გრძნობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ მთლიანად შეუძლია შეგცვალოს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ...პატარა ვიყავი, ბაღში დავდიოდი.
- მაკვირვებს...
- ...დღეს უკვე აღარაფერი მაკვირვებს.
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...…
- ...ჩემმა შვილმა.
- ვრისკავ...
- ...როცა ზუსტად ვიცი, რომ გარისკვას შედეგი ექნება.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ...მოთმინების ნაკლებობა, როცა მიზანს დავისახავ, მინდა იმწამსვე და მოთმენა არ შემიძლია.
- ვამაყობ...
- ...ჩემი ოჯახით და მეგობრებით.
- ბოლოს ვიტირე...
- ...რამდენიმე დღის წინ არცთუ სასიამოვნო ამბავი შევიტყვე.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ...თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ.
- შიში მაქვს...
- ...ჩემთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვის.
- ვმალავ...
- ...არასდროს არაფერს.
- ხშირად მსაყვედურობენ...…
- ...რომ ვარ პირდაპირი.
- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...
- ...არაფერს შევცვლიდი.
- ვუფრთხილდები...
- ...მათ, ვინც მიყვარს.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...…
- ...რომ ყველას არ უნდა ვენდო.
- ვიტყუები, როცა...
- ...ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ტყუილი გაჭრის.
- ყოველთვის მრცხვენია...
- ...როცა კომპლიმენტს მეუბნებიან.
- თავისუფლება არის...
- ...ბედნიერება.
- ინტუიცია...
- ...ხშირად რასაც მკარნახობს, ყველაფერი მართლდება.
- როცა მარტო ვარ...
- ...ვცდილობ, ბევრი ვიფიქრო.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ...ყველა ბავშვს ისეთ ბავშვობას ვაჩუქებდი, როგორსაც იმსახურებენ.
- რამდენიც უნდა გადამიხადონ...
- ...არ გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა.…
- მენატრება...
- ...ის ადამიანები, ვინც დავკარგე.
- ვაგროვებ...
- ...ძველი და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს.
- ბედისწერა...
- ...არის ის, რასაც ვერასდროს გავექცევით.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ გავერიდო ყველას და ყველაფერს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- ...ჩემთვის ძვირფასმა ადამიანმა ძალიან მნიშვნელოვან დროს მითხრა: გააკეთე ყოველთვის ის, რაც შენ გინდა და არა ის, რაც სხვას უნდა. ეს სიტყვები სულ მახსოვს.
- დაბოლოს, გეტყვით...
- ...რა სასიამოვნო იყო თქვენთან ინტერვიუ.
- მარიამ, როგორ გახდით დეტექტივი, სერიალში "სიყვარულს მიღმა"?
- კასტინგმენეჯერმა სალომე ღლონტმა დამირეკა და სერიალში მონაწილეობა შემომთავაზა. ამ წინადადებაზე ბევრი არ მიფიქრია, დავთანხმდი; ეკრანზე დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი.
- რას გვეტყვით თქვენს პერსონაჟზე, რამდენად საინტერესო სათამაშოა?
- საინტერესო და განსხვავებული პერსონაჟია. ვფიქრობ, ეს ზუსტად ისეთი როლია, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის საინტერესო შესასრულებელია.
- პროფესიული ინტუიცია კლიენტთან რომანზე რას გეუბნება?
- რა ვიცით, არის რომ ეს რომანი? დაველოდოთ სერიალის განვითარებას და ვნახოთ, რა მოხდება.
- რას გვეტყვით გუგა ქაცარავაზე, როგორც პარტნიორზე?
- გუგა გადასაღებ მოედანზე გავიცანი, მანამდე ერთმანეთს არასდროს შევხვედრივართ. ის ნიჭიერი და მიზანდასახული ბიჭია. როგორც პარტნიორზე, შემიძლია გითხრათ, რომ საოცრად კომფორტული და სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა. ის ყოველთვის ფიქრობს პარტნიორზე და არა მხოლოდ საკუთარ თავზე.
თამუნა კვინიკაძე
ჟურნალი "გზა"