ქართული ძეგლები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკში - კვირის პალიტრა

ქართული ძეგლები მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკში

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო ბანკში ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებიც განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს ისტორიული ძეგლების ლაზერულ სკანირებას იწყებს, პროცესის დასრულების შემდეგ კი მასალები მსოფლიო მნიშვნელობის ობიექტების გვერდით „საიარკის“ ელექტრონულ სივრცეში http://archive.cyark.org მოხვდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, უახლესი ლაზერული ტექნოლოგიები ქალაქების, ცალკეული ღირშესანიშნავი ადგილებისა და არქიტექტურული ძეგლების შენარჩუნებასა და შესაბამისად, პირვანდელი სახით აღდგენის რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

ლანდშაფტსა თუ ინტერიერში მოძრავი ლაზერი წამში 50 ათას წერტილს აფიქსირებს. სკანირების შედეგად დგინდება ამა თუ იმ საგნის მასალა და ზუსტი ზომები, რაც კვლევისა და მისი განვითარების საუკეთესო საშუალებას იძლევა.

ლაზერული სკანირების მთავარი მიზანი ძეგლის ზუსტი დოკუმენტირება და პირვანდელი სახით მისი შენარჩუნებაა. თუმცა ამის პარალელურად „საიარკის“ საინფორმაციო ქსელში მოხვედრა ძეგლის პოპულარიზაციას განსაზღვრავს, მით უმეტეს, რომ „საიარკის“ საინფორმაციო ბანკში განთავსებული მასალა პირდაპირ ებმის Gოოგლე-ის დედამიწის პროგრამას.

სამგანზომილებიან ფორმატში მილიმეტრული სიზუსტით პირველად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სკანირება მოხდება და შესაბამისად სწორედ დავით გარეჯის სავანეები მოხვდება „საიარკის“ მსოფლიო მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემაში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”