ქართველი პოლიტიკოსები "ტიკტოკზე" - ვინ როგორ ჰყვება თინეიჯერულ ტრენდებს? - კვირის პალიტრა

ქართველი პოლიტიკოსები "ტიკტოკზე" - ვინ როგორ ჰყვება თინეიჯერულ ტრენდებს?

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი "ტი­კტო­კი" რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, მისი ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, თუმ­ცა ქსე­ლის პო­პუ­ლა­რო­ბის ზრდას­თან ერ­თად, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ბიზ­ნე­სი თუ მე­დია ცდი­ლო­ბენ ახალ ტრენ­დს აუ­წყონ ფეხი. ბოლო ხანს "ტი­კტოკ­ზე" ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და, რად­გან მიხ­ვდნენ, რომ იქ ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ახალ­გაზ­რდა აუ­დი­ტო­რია, რო­მე­ლიც მათი პო­ტენ­ცი­უ­რი ამომ­რჩე­ვე­ლია. ვნა­ხოთ, ვინ არი­ან ქარ­თვე­ლი "ტი­კტო­კე­რი" პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და რას სთა­ვა­ზო­ბენ ამომ­რჩე­ველს ყვე­ლა­ზე თი­ნე­ი­ჯე­რუ­ლი პლატ­ფორ­მი­დან...

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი "ტი­კტოკ­ზე“ 2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. პო­ლი­ტი­კო­სი არხზე ძი­რი­თა­დად სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან ნა­წყვე­ტებს აქ­ვეყ­ნებს და 7077 მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ანა სპე­ცი­ა­ლუ­რად "ტი­კტო­კის­თვი­საც" ქმნის ვი­დე­ო­ებს. მათ შო­რის ერთ-ერთი ბოლო პარ­ტი­ის ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო გახ­ლავთ..

"არ გე­გო­ნათ ხო, რომ "ტი­კტოკ­ზეც" მნა­ხავ­დით?“ - ამ სი­ტყვე­ბით გა­მოჩ­ნდა ლე­ი­ბო­რის­ტი შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ორი თვის წინ ქსელ­ში. პო­ლი­ტი­კოსს ამ დრო­ის­თვის უკვე 55 ათა­სი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს და სპე­ი­ცი­ა­ლუ­რად, ამ პლატ­ფორ­მის­თვის ქმნის ვი­დე­ო­ებს.

ენმ-ს ახალ ლი­დერს, სულ რა­ღაც 14 300 გა­მომ­წე­რი ჰყავს, მაგ­რამ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი "ტი­კტოკ­ზე" უკვე დიდი ხა­ნია რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ასე­ვე სა­ხა­ლი­სო კონ­ტენტს აქ­ვეყ­ნებს. პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს, აქ­ვეყ­ნებს პო­ლი­ტი­კურ ვი­დე­ო­ებს...

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნელ თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს ტი­კტოკ­ზე სულ რა­ღაც 5 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რო­ბა სულ ახ­ლა­ხანს და­ი­წყო. აქ­ცი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერ­და, რომ ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდამ უთხრა, რომ მას "ტი­კტო­კი­დან" იც­ნობ­და. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეოები