და ვინჩის საიდუმლო - მხატვრის დედა კავკასიის მთებიდან მოტაცებული და შემდეგ მონად გაყიდული ქალი იყო? - კვირის პალიტრა

და ვინჩის საიდუმლო - მხატვრის დედა კავკასიის მთებიდან მოტაცებული და შემდეგ მონად გაყიდული ქალი იყო?

რე­ნე­სან­სის ეპო­ქის მხატ­ვრის, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის შე­სა­ხებ დღემ­დე ბევ­რი რამ ბუნ­დო­ვა­ნია. იტა­ლი­ე­ლი პრო­ფე­სო­რი, მკვლე­ვა­რი კარ­ლო ვეჩე ამ­ბობს, რომ არ­ქივ­ში იპო­ვა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც მტკიც­დე­ბა, რომ და ვინ­ჩის დედა იყო ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მთე­ბი­დან მო­ტა­ცე­ბუ­ლი ქალი, სა­ხე­ლად ეკა­ტე­რი­ნა, რო­მე­ლიც ჯერ კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში გა­ყი­დეს მო­ნად, ხოლო შემ­დეგ - ვე­ნე­ცი­ა­ში, სა­ი­და­ნაც ფლო­რენ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

მკვლე­ვა­რის თქმით, მხატ­ვრის დედა ჩერ­ქე­ზი იყო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კარ­ლო ვე­ჩემ თა­ვი­სი ახა­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა.

ვე­ჩეს თქმით, ფლო­რენ­ცი­ის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქივ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა აქამ­დე უც­ნო­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბი. ერთ-ერთ მათ­გან­ში კი სა­უ­ბა­რია მო­ნა­ზე, სა­ხე­ლად ეკა­ტე­რი­ნა­ზე და წე­რია, რომ ის მფლო­ბე­ლის ცოლ­მა, ჯი­ნევ­რამ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. ჯი­ნევ­რა ფლო­რენ­ცი­ე­ლი კა­ცის ცოლი იყო, რო­მელ­საც ჰყავ­და შავი ზღვის ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჩაყ­ვა­ნი­ლი მო­ნე­ბი.

დო­კუ­მენ­ტი და­წე­რი­ლია პი­ე­რო და ვინ­ჩის მიერ, რო­მე­ლიც მხატ­ვრის მამა იყო და ის და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1452 წლით, რო­დე­საც ლე­ო­ნა­რო და ვინ­ჩი და­ახ­ლო­ე­ბით, ექ­ვსი თვის უნდა ყო­ფი­ლი­ყო. გააგრძელეთ კითხვა