როსტოვში "ეფესბეს" შენობის ტერიტორიაზე ხანძარია
რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ტერიტორიიდან შავი სქელი კვამლი ამოდის. უცნობია, რა არის ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
რუსეთის ხელისუფლებას ხანძრის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, როსტოვის ოლქში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დაცვის სამსახურთან შენობაში, ავტოფარეხებსა და საწყობში ხანძარია.
„განხორციელდა ხალხის ევაკუაცია“, - იუწყება რუსული მედია.
IPN