"მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში, სასურველია შაბათ-კვირას"
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილმა სახალხო დამცველს მადლობა გადაუხადა.
„მზად ვარ სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ მზად არის, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, შეხვდეს.
IPN