ყველაზე სრულყოფილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი "ნიუ ჰოსპიტალსშია"
„ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი Siemens-ის წარმოების საქართველოში უახლესი, ყველაზე სრულყოფილი და მძლავრი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით აღიჭურვა და პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს.
Siemens-ის ახალი 3 ტესლა სიმძლავრის ტომოგრაფი, ინტელექტისა და სიჩქარის სრულყოფილი ბალანსია, რაც უმაღლესი ხარისხის და გარჩევადობის გამოსახულებას 50-70%-ით შემცირებულ დროში უზრუნველყოფს. უნიკალური ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, პაციენტებს შესაძლებლობა ეძლევათ უმოკლეს დროში ჩაიტარონ სიღრმისეული კვლევა, მიიღონ მაქსიმალურად ინფორმატიული და მკაფიო კლინიკური პასუხები.
ახალი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი საუკეთესოა ორგანოების, ორგანოთა სისტემების და რბილი ქსოვილების კვლევისთვის. ამავდროულად, იგი დატვირთულია ღრმა კვლევის ტექნოლოგიით, რაც უჯრედულ დონეზე კვლევას უზრუნველყოფს და გულ-სისხლძარღვთა კვლევების სიმრავლით უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. ტომოგრაფის კვლევითი შესაძლებლობები საუკეთესოა ნევროლოგიური, ორთოპედიული, ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.
ტომოგრაფის დახვეწილი ხელოვნური ინტელექტი მოიპოვებს დეტალურ მონაცემებს, იმახსოვრებს მათ და განმეორებითი კვლევისას ცვლილებების გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, აუმჯობესებს კვლევის დროს და ხარისხს - თითოეულ პაციენტს მოარგებს კვლევის პროგრამას და ხანგრძლივობას. მისი უნიკალური, BioMatrix ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის პოზიციის ცვლილებას და პაციენტის მოძრაობის შემთხვევაში კვლევა არ საჭიროებს ხელმეორედ ჩატარებას.
ტომოგრაფის მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი გაუმჯობესებული დიზაინი და შესაძლებლობებია, რაც კვლევის განხორციელების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის როგორც ზრდასრული, ისე მცირეწლოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.
· კვლევები შესაძლებელია ჩატარდეს უპრეცედენტოდ მოკლე დროში - გარკვეული ზონების კვლევა მხოლოდ 2 წუთს საჭიროებს.
· თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა - გარკვეული კვლევების პროცესში სუნთქვის შეკავება აღარ არის აუცილებელი.
· ფართო გვირაბი და ვენტილაციის გაუმჯობესებული სისტემა ჭარბწონიანი (250 კგ.-მდე) პაციენტების გამოკვლევას ხდის შესაძლებელს.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კვლევის სრულიად უსაფრთხო მეთოდია, ნებისმიერი ასაკის პაციენტებისთვის, მათ შორის ახალშობილებისა და ორსულებისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების გამოყენებით, რადიოლოგიური კვლევების უმაღლეს სტანდარტსა და სანდოობას უზრუნველყოფენ.
R