“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” აქაც ოზურ­გე­თის იმი­ჯის და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი" - რას აცხადებს ოზურგეთის მერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქალაქში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს - კვირის პალიტრა

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” აქაც ოზურ­გე­თის იმი­ჯის და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი" - რას აცხადებს ოზურგეთის მერი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქალაქში კუბოს ფორმის საყვავილეები დადგეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოზურ­გე­თის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ სკვერ­ში კუ­ბოს ფორ­მის საყ­ვა­ვი­ლე­ე­ბი დად­გეს. შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი ჯგუფ­მა "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს" გა­ავ­რცე­ლა.

მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნულ პოსტს დიდი რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა, ოზურ­გე­თის მერ­მა ავ­თან­დილ თა­ლაკ­ვა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა:

"აი, ასე­თი იქ­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი თე­ატ­რის წინ. იმის ნაც­ვლად, რომ თა­ვი­სი ქა­ლა­ქის და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვან, თა­ვი­სი კუ­თხის პატ­რი­ო­ტე­ბი იყ­ვნენ, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” აქაც ოზურ­გე­თის იმი­ჯის და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ცხა­დია, რომ ოზურ­გე­თის გა­ნახ­ლე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა აღი­ზი­ა­ნებთ. სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის და­ცინ­ვა სა­მარ­ცხვი­ნოა! სა­კუ­თა­რი ქა­ლა­ქის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­საფ­რე­ბა სა­მარ­ცხვი­ნოა!" - წერს თალკ­ვა­ძე და აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ე­და­ნი ოზურ­გე­თის თე­ატ­რის წინ.

ozurgeti-1678988751.png