"ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვნა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ..." - რას წერს დათო ტურაშვილის ქალიშვილი?
იხილეთ ინფორმაცია - როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს მწერლის ქალიშვილი?
სტატუსი გამოქვეყნებულია 17 მარტს
მწერალი დათო ტურაშვილი, რომელმაც 7-8 მარტს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ხელისფლება მკაცრად გააკრიტიკა, სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილმა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა. დათო ტურაშვილი შვილი, ანაკო ტურაშვილი მამის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქში" ეხმაურება.
"შევარდნაძის დროს, საღამოობით სადარბაზოსთან გველოდებოდნენ ხოლმე ვიღაც კაცები. ჩასვამდნენ ხოლმე იმ უკუნეთ დროს მამაჩემს მანქანაში და მიჰყავდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. მე და დედა სახლში ველოდებოდით ხოლმე. ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.
სააკაშვილის დროსაც მიჰყავდათ ხოლმე ასე, ან ურეკავდნენ, ან მოდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ.იქიდანაც ყოველთვის ბრუნდებოდა.არასოდეს არ მახსოვს რომელიმე ხელისუფლების შეშინებოდა და ამის გამო გაჩუმებულიყო. ახლაც ასეა და სასაცილოა ვინმემ მამაჩემს მოკითხოს, რას აკეთებდა რომელიმე წინა ხელისუფლების დროს, მართლა სააცილოა.
არც ახლა ეშინია და ამაში გაზრდილს, ალბათ ამიტომაც არც მე არასოდეს შემშინებია და არც ახლა მეშინია. სიმართლე და სამშობლოს სიყვარული როცა შენ მხარესაა, არასოდეს გეშინია. ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება, რადგან ეს უკვე ორჯერ ვნახეთ. რეებით აშავებენ თან, რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? მამაჩემს ვინც იცნობთ კი იცით რომ იარაღის ჭერის აზრზე არაა. და მეორე რითაც აშავებენ, რომ ყველა ხელისუფლების დროს არხეინად ცხოვრობდაო.
ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვნა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ და როდის ვხეირობდით იქნებ მეც გამაგებინოთ?კეთილი ხალხის გვერდში დგომით და მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა პურით ვართ გაზრდილები მეც და ჩემი დებიც და რავიცი აბა, განა არ გვინდოდა მამაჩემს ერთი-ორი კაპიკი გაეწია და ერთი-ორი უძრავი ქონება მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის, გავაქირავებდით, პურს შევჭამდით, ვიგულავებდით, რავიცი მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა, დათოს სოც ქსელები არ აქვს და გთხოვთ მაქსიმალურად არ მიაწოდოთ ის ამბები რაც აქ ხდება, ყველაფერი არ იცის და მისი ჯანმრთელობის და ნერვების ამბავი კი იცით დაგვანებეთ თავი პლზ წავლენ ესენიც, ამათი დროც მოვა, ხალხი ბრძენია" - წერს ანაკო ტურაშვილი "ფეისბუქში".