ფეხმძიმე ხატია ბუნიათიშვილი საზოგადოების წინაშე წარდგა - პიანისტი პირველ შვილს ელოდება
სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ორსულადაა. მან ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში და ასე გაიგო საზოგადოებამ მისი ფეხმძიმობის შესახებ.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არის პიანისტის მომავალი შვილის მამა, რადგან ბოლო პერიოდში ხატიას ვინმესთან ურთიერთობა არ გაუსაჯაროებია.
ამჯერად ხატიამ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც შტუტგარტის კონცერტს აანონსებს. ვიდეოში პიანისტს უკვე საგრძნობლად ეტყობა ორსულობა.
ხატია ბუნიათიშვილი 35 წლისაა და მრავალი წელია, საფრანგეთში ცხოვრობს. პიანისტს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო აქვს მიღებული და მსოფლიოს მასშტაბით მართავს კონცერტებს.
ფოტო და ვიდეო იხილეთ - mshoblebi.ge-ზე