"გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი, ვერ ვუშველეთ" - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა
დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა, გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"კურიერთან" გარდაცვლილის ბაბუა საუბრობს:
"12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ, გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს, არ ვიცი ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო.
აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტებს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო დაზიანება, კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. ვერაფერი ვერ ვუშველეთ", - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.