"გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი, ვერ ვუშველეთ" - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა - კვირის პალიტრა

"გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი, ვერ ვუშველეთ" - გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

დიდ დი­ღომ­ში და­კარ­გუ­ლი 12 წლის გო­გო­ნა, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

"კუ­რი­ერ­თან" გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუა სა­უბ­რობს:

"12 წლის ბავ­შვი, ჩემი დის შვი­ლიშ­ვი­ლი. და­ვი­ღუ­პეთ, გუ­შინ სა­ღა­მოს გა­მო­ვი­და მე­ო­რე ნა­თე­სავ­თან ერ­თად და ისე­ირ­ნეს, არ ვიცი ახლა კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ რა­ღაც ვერ­სი­ე­ბი არი­სო. ერთი ვერ­სია არის, რომ მო­წამ­ვლა ხომ არ იყო.

აღარ აქვს ცხოვ­რე­ბას აზრი. სხვა­დას­ხვა გა­მომ­რი­ცხავ ვა­რი­ან­ტებს ამ­ბო­ბენ, ყელ­ზეც ჰქონ­დაო და­ზი­ა­ნე­ბა, კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინ­მემ იძა­ლა­დაო. ვე­რა­ფე­რი ვერ ვუშ­ვე­ლეთ", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლის ბა­ბუა.