"საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა - კვირის პალიტრა

"საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბაბუა

საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ, - ამის შესახებ დიდ დიღომში ნაპოვნი, გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ოჯახმა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გოგონას გაკვეთის უფლება არ მისცა და ცხედარი სახლში უნდა გადაასვენონ.

"ჩემს დისშვილს რომ უთხრეს, უნდა გავკვეთოთო, გაგიჟდა, ბავშვი არ გამიკვეთოთო, პანიკაშია. საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია - ვიღაცის ძალადობა. ასეთი უბედურება დაგვემართა. დავიღუპეთ," - აღნიშნავს ბაბუა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არ უპოვიათ გოგონას ტელეფონი.

"ტელეფონი სად გაქრა? არ გვიპოვია. ტელეფონი რომ გვეპოვა, ხომ ჩვენამდე მოვიდოდა. არც კრიმინალებს აქვთ, არც ჩვენ გვაქვს. გამორთულია," - აღნიშნავს ის.

IPN