მკვლელობა თუ კვებითი ასფიქსია - რა ვერსიები ვრცელდება 12 წლის გოგონას გარდაცვალებაზე?
დიდ დიღომში, გასულ ღამეს, დაახლოებით 2 საათისთვის, 12 წლის ანა იანუშაიტიტე მეზობლებმა და ნათესავებმა იოანე პეტრიწის 12 ნომერთან მდებარე ბნელ და განმარტოებულ ადგილას იპოვეს.
გოგონას მოძებნის სამუშაოებში, შეიძლება ითქვას, მთელი უბანი იყო ჩართული. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ნაპოვნი მოზარდის გადარჩენა ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა ვერ შეძლეს.
რა ვითარებაში გაუჩინარდა გოგონა? ანას ბაბუის, მანუჩარ დვალის თქმით. ბავშვი საღამოს 9 საათისთვის დეიდაშვილთან ერთად სათამაშოდ გავიდა სკვერში. მას შემდეგ, რაც მშობლები შვილთან მობილურით დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ, დაიწყეს მისი მოძებნა.
აღენიშნებოდა თუ არა ძალადობის კვალი არასრულწლოვანს? ამ კითხვაზე ამ დრომდე ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია ვრცელდება. გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის ბებია და ბაბუა, დარწმუნებულები არიან, რომ ანა მოკლულია.
"ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... იქვე ნაღებინები იყო, სახეზე კი მიწა ჰქონდა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!" - ამბობს გარდაცვლილი მოზარდის ბებია ambebi.ge - სთან.
"მოკლულია, აბა, ჯანმრთელ ბავშვს რა დაემართებოდა. ავადმყოფი არ იყო და არაფერი....სათამაშოდ გავიდა, დეიდაშვილთან, სადღაც 9 საათზე გავიდა სახლიდან, ნახევარ საათში რომ არ ამოვიდა, დაიწყეს რეკვა, რომ არ უპასუხა, ძებნა დაიწყეს. გახდა 10, 11 საათი... მეც გამაგებინეს, აგერ ვცხოვრობ, მეზობელ კორპუსში. ამასობაში თქვეს იპოვესო, მაგრამ აღარ იყო ჩემი ანუშკი... ვეღარაფერი ვუშველეთ. ბავშვს თან ჰქონდა მობილური, რომელიც ამ დრომდე ნაპოვნი არ არის, გამორთულია, რომ ვრეკავთ. ზუსტად არაფერი ვიცით, დაადგენენ იმედია ყველაფერს..." - გვითხრა მანუჩარ დვალმა. იხილეთ სრულად