"რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ ჩემს მშობლებს, ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, მამაჩემი მოპირდაპირე აივანზე გადასახლდა" - ნატალია ნაყოფიას გულახდილი პასუხი მშობლებზე - კვირის პალიტრა

"რაღაც განსაკუთრებული აკავშირებთ ჩემს მშობლებს, ცალ-ცალკე რომ ცხოვრობდნენ, მამაჩემი მოპირდაპირე აივანზე გადასახლდა" - ნატალია ნაყოფიას გულახდილი პასუხი მშობლებზე

მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის კობა ნა­ყო­ფი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ნა­ყო­ფია 1996 წელს და­ი­ბა­და. გო­გო­ნა ელგა სო­ფი­ა­სა და კობა ნა­ყო­ფი­ას მე­ო­რე სა­ერ­თო შვი­ლია. მის ძმას ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, მისი პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე "მის სა­ქარ­თვე­ლო“ ხა­თუ­ნა სხირტლა­ძე გახ­ლდათ, რო­მელ­თან ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლოზ ჯუ­ნი­ო­რი ჰყავს, მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან მო­დელ ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვილ­თან კი შვი­ლი 2 წლის წინ შტა­ტებ­ში შე­ე­ძი­ნა. ნა­ტა­ლია მი­ლი­ო­ნე­რი მა­მის ოფი­ცი­ა­ლურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღარ იძებ­ნე­ბა მას შემ­დეგ, რაც სრულ­წლო­ვა­ნი გახ­და.

17 წლის ასაკ­ში ამე­რი­კა­ში გაფ­რინ­და და სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო მისი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პი. ოჯახ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა. ჰქონ­და კულ­ტუ­რუ­ლი შო­კიც, რო­დე­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვა მენ­ტა­ლი­ტე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან მო­უ­წია ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ­ბობს, რომ მთა­ვა­რია შრო­მა და დაბ­რკო­ლე­ბებს კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა­ში ხელი არ შე­უშ­ლია. ნა­ტა­ლი­ას წლე­ბია, რაც სა­კუ­თა­რი ბენ­დი ჰყავს. ერთი წლის წინ გო­გო­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი კლი­პი შეს­თა­ვა­ზა. სიმ­ღე­რას "ცის­ფე­რი აბი“ ჰქვია. სიმ­ღე­რას "იუ­თუ­ბი­ზე" საკ­მა­ოდ დიდი ნახ­ვა ჰქონ­და.

nayofia2-1679123523.jpg
ნა­ყო­ფი­ე­ბის ოჯა­ხი შე­რონ სთო­უნ­თან

ნა­ტა­ლი­ას მშობ­ლე­ბი, კობა და ელგა 2016 წელს და­შორ­დნენ. მათ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გო­გო­ნამ გა­და­ცე­მა "სთო­რი­ში" ისა­უბ­რა.

"ჩემი მშობ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა არის ძა­ლი­ან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ისი­ნი ბა­ღი­დან ერ­თად მო­დი­ან. მათ ყო­ველ­დღი­უ­რი ნა­ბი­ჯი, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აქვთ გა­მოვ­ლი­ლი. ისი­ნი არი­ან ნამ­დვი­ლი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი. რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აკავ­ში­რებთ ჩემს მშობ­ლებს, გუნ­დი­ვით არი­ან და მე და ჩემი ძმა ვებ­რძვით ამ გუნდს (იცი­ნის). (გააგრძელეთ კითხვა)