"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან - კვირის პალიტრა

"15 წლის იყო, სამშობლოს მონატრებამ ლექსი რომ დააწერინა... ვტკბები მისი და სალომეს სიყვარულის ცქერით" - რას ჰყვება თორნიკე შენგელიას დედა: უცნობი ამბები კაპიტნის ცხოვრებიდან

9 წლის იყო თორ­ნი­კე შენ­გე­ლია, როცა მწვრთნელ­მა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, - ეს ბიჭი დიდ კა­ლათ­ბურთს ითა­მა­შებ­სო და წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. რო­გო­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში, რა პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­გო­რი შვი­ლი, მე­უღ­ლე და მა­მაა? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ჟურ­ნალ "გზას­თან" თორ­ნი­კეს დე­დამ, ქეთი შენ­გე­ლი­ამ ისა­უბ­რა.

- 26 თე­ბერ­ვლის ის­ტო­რი­უ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცია? ნაკ­რე­ბის ასეთ წარ­მა­ტე­ბას რამ­დე­ნად ელო­დით?

- სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ბი­ჭებს, გულ­შე­მატ­კივ­რებს, სა­კა­ლათ­ბურ­თო სამ­ყა­როს ვუ­ლო­ცავ ამ ის­ტო­რი­ულ ამ­ბავს. ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა და­წე­რეს და შექ­მნეს კა­ლათ­ბურ­თის ახა­ლი ის­ტო­რია. ეს წარ­მა­ტე­ბა ათე­უ­ლი წლის წინ და­წყე­ბუ­ლი შრო­მის შე­დე­გია. მად­ლო­ბა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, რომ­ლებ­მაც დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ გა­მარ­ჯვე­ბა­ში. როცა აა­ნა­ლი­ზებ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი მოხ­და და იცი, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში შენი შვი­ლის წვლი­ლიც არის, მარ­თლა ამა­ღელ­ვე­ბე­ლია - იმ­დე­ნად, რომ ემო­ცი­ის სი­ტყვე­ბით გად­მო­ცე­მა ძა­ლი­ან მი­ჭირს.

გე­ტყვით უშუ­ა­ლოდ თა­მა­შის დროს ჩემს თავს რა ხდე­ბო­და. რო­გორც ყვე­ლა თა­მაშ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, ამ­ჯე­რა­დაც დარ­ბაზ­ში ვი­ყა­ვი. მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბას 4 წუთი აკ­ლდა, ვე­ღარ გავ­ჩერ­დი და გა­ვე­დი, იქვე მო­ფა­რე­ბულ­ში დავ­დე­ქი და ლოც­ვა და­ვი­წყე, თან ყუ­რებ­ზე ხელი მქონ­და აფა­რე­ბუ­ლი. რომ ვლა­პა­რა­კობ, თვალ­ზე ცრემ­ლი ახ­ლაც მად­გე­ბა და ალ­ბათ, რა დროც უნდა გა­ვი­დეს, ამ დღეს ემო­ცი­ის გა­რე­შე ვე­რას­დროს გა­ვიხ­სე­ნებ. უფალს შევ­თხოვ­დი, ცუდი შე­დე­გი არ და­ეშ­ვა. ბო­ლოს ვთქვი: უფა­ლო, იყოს ნება შენი. ყუ­რებ­ზე ხელი კი მქონ­და აფა­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მა­ყუ­რებ­ლის რე­აქ­ცი­ით ვხვდე­ბო­დი, რო­გო­რი თა­მა­ში მი­დი­ო­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და. შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მატ­ჩი ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე, კო­მენ­ტა­ტორ­მა ძა­ლი­ან კარ­გად აღ­ნიშ­ნა, ის­ლან­დი­ე­ლე­ბის ბოლო ნას­რო­ლი რომ არ ჩა­ვარ­და, ამა­ში ღმერ­თის ხელი ერია, ბურ­თი კა­ლათ­ში არ ჩა­უშ­ვაო. ნაკ­რე­ბის ამ წარ­მა­ტე­ბას ვე­ლო­დი, მაგ­რამ იმა­საც ვხვდე­ბო­დი, რამ­დე­ნად და­ძა­ბუ­ლი თა­მა­ში იქ­ნე­ბო­და. (გააგრძელეთ კითხვა)