"საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო... ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - რას წერს ნინო წილოსანი? - კვირის პალიტრა

"საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ გამოძიება დაიწყო... ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია" - რას წერს ნინო წილოსანი?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს მიერ პუ­ტი­ნის და­კა­ვე­ბის ორ­დე­რის გა­ცე­მას ეხ­მი­ა­ნე­ბა და აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ 38 ქვე­ყა­ნას შო­რის იყო, რო­მელ­თა მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

"პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლოს გუ­შინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე ერთი ამ­ბა­ვი რომ ქონ­და ატე­ხი­ლი ოპო სპი­კე­რებს,

არა­ვის უხ­სე­ნე­ბია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო იმ 38 ქვე­ყა­ნას შო­რის, რომ­ლის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზეც ჰა­ა­გის სა­სა­მარ­თლომ რუ­სე­თის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო (მოლ­დო­ვა ამ მი­მარ­თვას არ შე­უ­ერ­თდა).

ეს ორ­დე­რიც ამ გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გია!

ტრა­დი­ცი­უ­ლად, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ამ თე­მა­ზეც სპე­კუ­ლი­რებს", - წერს ნინო წი­ლო­სა­ნი.