Bugatt-ების და Rolls-Royce-ების ავტოკოლონა და რამზან კადიროვის 17 წლის შვილის გასაიდუმლოებული ქორწილი: რა კადრები გავრცელდა მედიაში (ვიდეო)
4 მარტს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 17 წლის ვაჟი დაქორწინდა. ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საქორწილო კორტეჟი შედგებოდა 90-მდე პრემიუმ კლასის მანქანისგან - Bugatti-სა Rolls-Royce-ისგან, თუმცა ვიდეოს და ფოტოების გადაღება მათ აკრძალული ჰქონდათ.
ერთადერთი ვიდეო, რომელიც გავრცელდა, ცნობილმა რუსმა მომღერალმა ტიმატიმ გადაიღო. ის ქორწილის სტუმრებს შორის იყო. ტიმატიმ ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. ქორწილიდან სხვა ვიდეო და ფოტომასალა არ გავრცელებულა, რადგან ეს წინასწარ კატეგორიულად აკრძალეს.
როგორც ptoday.ru წერს, ქორწილის ცერემონიამდე კადიროვის ვაჟი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. იმავე დღეს გაირკვა, რომ ის ქორწინდებოდა, მანამდე კადიროვის ადმინისტრაცია მათი ლიდერის 17 წლის ვაჟის დაოჯახებაზე ინფორმაციას ასაიდუმლოებდა.
"ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პუტინმა მას საჯაროდ მიულოცა. ცნობისთვის, უფროსმა კადიროვმა ყველა წყვილისთვის, ვინც იმ დღეს ქორწილს გადაიხდიდა, ჯილდოდ 100 ათასი რუბლი დააწესა", - წერს გამოცემა. (გააგრძელეთ კითხვა)