ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა - როგორია სპორტსმენის მდგომარეობა  ოპერაციის შემდეგ - კვირის პალიტრა

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა - როგორია სპორტსმენის მდგომარეობა  ოპერაციის შემდეგ

ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავარიაში მოყვა - როგორია სპორტსმენის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ?

“ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცნობილი რუსთაველი სპორტსმენი, ალექსანდრე წივწივაძე დაშავდა. ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. წივწივაძე მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

კლინიკის ინტენსიური თერაპიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის განცხადებით, ახალგაზრდას რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

"შემოვიდა პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ჩვენს კლინიკაში. ის გახლდთ კონტაქტური, ადეკვატური. ჩაუტარდა კვლევები და დაფიქსირდა გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა და სხეულის ზოგადი დაჟეჟილობა. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. იხილეთ სრულად