"ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში ჩავიდა" - რას წერს რუსული მედია?
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულს "სამუშაო ვიზიტს“ უწოდებს.
კრემლზე დაყრდნობით, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი“ წერს, რომ პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ის ქალაქის რამდენიმე რაიონს ეწვია, სადაც ჩერდებოდა და ადგილობრივებს ესაუბრებოდა.
შეგახსენებთ, კრემლის ლიდერი ოკუპირებული ყირიმშიც ჩავიდა.