როგორია დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს მწერლის ქალიშვილი?
ცოტა ხნის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწერალი დათო ტურაშვილი ძლიერი ნერვული და სავარაუდოდ, სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მწერლის მდგომარეობა ამჟამად? - გვესაუბრება მწერლის ქალიშვილი, ანაკო ტურაშვილი. ის გადაცემა "მე-17 სართულის“ ერთ-ერთი წამყვანია, სადაც სტუმრად დღეს მწერალი იმყოფებოდა. ემოციური გამოსვლისა და გადაცემის დასრულების შემდეგ, დათო ტურაშვილი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა
ანაკო ტურაშვილი:
- მამა ახლა, ვაჟაზე გულის კლინიკაში წევს. მთავარია ინფარქტი არ არის, მაგრამ დღეს დატოვებენ და დააკვირდებიან. ორი დღის წინ "ტვ პირველზე“ იყო სტუმრად და ემოციური გამოსვლა ჰქონდა. იქიდან რომ დაბრუნდა, უკვე ცუდად იყო. ეს პერიოდი ორი დღე სახლში იწვა. დღეს "ფორმულაზე“ გადაცემა "მე-17 სართულშიც" იმ პირობით გავუშვით, რომ მხოლოდ წიგნებზე უნდა ელაპარაკა, მაგრამ ვერ მოითმინა და თავისი სათქმელი კიდევ ერთხელ თქვა. გადაცემის დასრულების შემდეგ ცუდად გახდა და სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში.
- ანაკო, უკავშირებთ მის ცუდად გახდომას, ბოლო დროს, მის მიმართ აგორებულ სრულიად უსამართლო შავ კამპანიას? გააგრძელეთ კითხვა