"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით" - კვირის პალიტრა

"მე და ტურიკას არც სალამი შეგვიწყვიტავს ქეთი დუმბაძისთვის, არც ელისო ბოლქვაძის "იუნესკოს წერილზე" მოგვიწერია ხელი, მაგრამ ტროლ-ბოტების ძირითადი სამიზნე სწორედ ჩვენ ვიყავით"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე მას­ზე და დათო ტუ­რაშ­ვილ­ზე, ბოლო პე­რი­ოდ­ში აგო­რე­ბულ შავ პი­არ­ზე კი­დევ ერთხელ წერს.

"დღეს უკა­ნას­კნე­ლად დავ­წერ და და­გემ­შვი­დო­ბე­ბით. არა­ვის გან­ვსჯი, ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტი და ფიქ­რი და ეს ხალ­ხიც გა­თა­თხეს და მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, 'იუ­ნეს­კოს საქ­მე" ადა­მი­ა­ნის თით­ქმის და­მარ­თე­ბულ ინ­ფარ­ქტს გა­უ­თა­ნაბ­რეს, ადა­მი­ა­ნის­ვე დახ­ვრე­ტის ბრალ­დე­ბით რომ შე­ემ­თხვა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის უბინ­ძუ­რე­სი შე­მო­ტე­ვა არა­ერთ ქარ­თველ მწე­რალ­ზე, მათ გა­მო­ხა­ტულ პო­ზი­ცი­ას გა­უ­ტო­ლეს, მაგ­რამ ეგრე ვი­ღა­ცის­თვის უც­ნა­უ­რად მოხ­და, რომ მე და ტუ­რი­კას, მა­გა­ლი­თად არც სა­ლა­მი შეგ­ვი­წყვი­ტავს ქეთი დუმ­ბა­ძის­თვის (ყო­ველ დი­ლით და სა­ღა­მო­თი მო­ვი­კი­თხავ­დი - ვიცი რა რთუ­ლია ამ დროს ეუ­ლად ყოფ­ნა), არც ელი­სო ბოლ­ქვა­ძის "იუ­ნეს­კოს წე­რილ­ზე" მოგ­ვი­წე­რია ხელი, მაგ­რამ ბოლო ხუთი დღეა, უც­ნა­უ­რი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და ტროლ-ბო­ტე­ბის მხრი­დან სწო­რედ ჩვენ ვი­ყა­ვით ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე. განა მიკ­ვირს რა­ტომ? - ვიცი. და­წე­რეს და თქვეს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მათი ან მკარ­ნა­ხებ­ლის ფან­ტა­ზია გას­წვდა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, არა­ვის თავს არ ვა­ცო­დებ - ეს ორი კვი­რაა ჩემი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია გა­მოვ­თქვი, ად­რეც გა­მო­მით­ქვამს და გა­მოვ­თქვამ ყო­ველ­თვის, როცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა - ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია. არც ამის წაყ­რუ­ე­ბაა სწო­რი, მაგ­რამ ვერც ვე­რა­ვინ და­მა­ხე­ვი­ნებს უკან. ვე­რას­დროს. ჩვენ გვებ­რძო­ლეთ ბა­ტო­ნო - გა­ამ­ხნე­ვეთ და მორ­წყეთ თქვე­ნი "ფან­ტა­ზია", მაგ­რამ ამით მხო­ლოდ მე კი არა - ქვე­ყა­ნას მი­იყ­ვანთ უფსკრულ­თან. ეს ჩემი რჩე­ვაა, თქვენ­თვი­საც უკე­თე­სი. დრო­ე­ბით. " - წერს კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქშ­ში".