"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე? - კვირის პალიტრა

"დათო, გულს გაუფრთხილდი..." - უთქვამს დათო ტურაშვილისთვის იმ 78-თაგან ერთ-ერთს, ვინც რუსულ კანონს მისცა ხმა" - რას წერს ლაშა ბუღაძე?

მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი გუ­შინ ძლი­ე­რი ნერ­ვუ­ლი და სტე­ნო­კარ­დი­უ­ლი შე­ტე­ვით კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ტუ­რაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და. მწერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლის თქმით, მწე­რა­ლი ინ­ფარ­ქტს გა­დარ­ჩა, თუმ­ცა კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა.

მწე­რა­ლი ლაშა ბუ­ღა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა დათო ტუ­რაშ­ვი­ლის გარ­შე­მო დატ­რი­ა­ლე­ბულ ამ­ბებს და წერს:

"დათო, გულს გა­უფრ­თხილ­დი..." - უთ­ქვამს დათო ტუ­რაშ­ვი­ლის­თვის იმ 78-თა­გან ერთ-ერთს, ვინც რუ­სულ კა­ნონს მის­ცა ხმა და რაც ხალ­ხი - მათ შო­რის, და­თოს შვი­ლე­ბიც - გა­ზით და წყლით გვე­მეს 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში... რო­გო­რი ფა­რი­სევ­ლო­ბაა ამ "პო­ლი­ტი­კის მიღ­მი­ერ ადა­მი­ა­ნუ­რო­ბა­ში", არა­გულ­წრფე­ლო­ბა და ადაპ­ტა­ცი­ის ნაწ­რთო­ბი უნა­რი - ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, ყვე­ლა ბუ­დე­ში რომ უნდა ჩა­ი­დოს კვერ­ცხი...

ერთი მხრივ, სის­ტე­მა­შიც რომ ხარ, სა­დაც ადა­მი­ანს მთე­ლი ცხოვ­რე­ბის ღვაწლს და მი­ზანს უმარ­ხა­ვენ და­სავ­ლე­თის გან­დევ­ნის მცდე­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან და მე­ო­რე მხრივ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პერ­სო­ნა­ლურ გზებს რომ არ ჭრი გვი­ან-საბ­ჭო­უ­ე­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის წე­სი­სა­მებრ.

მაგ­რამ აღარ გა­მო­ვა ეს ორ­მა­გო­ბა... გულს ვერ გა­უფრ­თხილ­დე­ბა, რად­გან თქვენ არ უფრთხილ­დებ­დით ამ ქვე­ყა­ნას და მის მო­მა­ვალს. გუ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბის მო­წო­დე­ბა და იმავდრო­უ­ლად ბო­ტე­ბის და­გეშ­ვა კა­ცის მი­მართ, რო­მელ­საც აუგს ბოტ­ზეც კი ვერ და­აც­დე­ნი­ნებ, არა­თუ ადა­მი­ან­ზე, ერთი ღი­ლა­კით არ გა­მო­დის... ან აჭერ ან არ აჭერ. ან ხარ სი­მარ­თლის მხა­რეს, ან არ ხარ. ახლა ასე­თი დროა" - წერს ბუ­ღა­ძე.