"თუ უკრაინა თავის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, პოლონეთი იძულებული იქნება, კონფლიქტში ჩაერთოს" - რას აცხადებს საფრანგეთში პოლონეთის ელჩი
თუ უკრაინა რუსეთის ფედერაციასთან ომში დამარცხდება, პოლონეთი იძულებული გახდება კონფლიქტში ჩაერთოს, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა იან ემერიკ როშიშევსკიმ ტელეკომპანია LCI-ის ეთერში უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.
„ამიტომ, დღეს, ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ფასეულობებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ, არჩევანი არ გვექნება“, - განაცხადა პოლონელმა დიპლომატმა.
IPN