საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს - კვირის პალიტრა

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავს

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან პარტია „ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფი შეუშვან.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლება პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლისა და კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების საშუალებას არ აძლევს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა იმისთვის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი „პუტინის პატიმრობაში არ მოკვდეს“.

„ილია დარჩიაშვილი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ყოველთვის ხაზს უსვამს,

რომ პროევროპელია, ემსახურება ქართველი ხალხის ევროპულ ინტერესებს და პარალელურად, თავის ფუნქციას და მოვალეობას არ ასრულებს იმ 12 პუნქტის შესრულების ნაწილში, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ უნდა იყოს გადაყვანილი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი პუტინის პატიმრობაში არ მოკვდეს. მაშინ, როდესაც ევროპარლამენტი რეზოლუციით პირდაპირ მიუთითებს, მიშას თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გაგრძელდეს საქართველოში ევროინტეგრაცია შეუფერხებლად“,-განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

IPN