Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო!
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, Visa-ს ბარათების მფლობელები თბილისსა და ბათუმში სპეციალური, მრავალფეროვანი შეთავაზებებით ისარგებლებენ:
● მომხმარებელები Visa-ს პრემიუმ ბარათით გადახდისას ყველა მგზავრობაზე 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
● ასევე, აეროპორტის მგზავრობებისას Visa-ს პრემიუმ ბარათის მომხმარებლები სპეციალური, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
● Visa-ს ნებისმიერი ბარათის მფლობელები კი, შაბათ-კვირას სპეციალურ შეთავაზებას, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.
Bolt და Visa მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ბაზარზე თანამშრომლობენ და თავიანთ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად სხვადასხვა აქციებს სთავაზობენ. მათი თანამშრომლობის ფარგლებში კი, ამ შეღავათების მიღებას მომხმარებლები უკვე ქართულ ბაზარზეც შეძლებენ.
“ჩვენთვის მნიშნელოვანია ვიზრუნოთ ჩვენი მომხმარებლების კომფორტულ, სასიამოვნო და ამავდროულად ხელმისაწვდომ მგზავრობებზე. ამიტომ, ვცდილობთ მუდმივად შევთავაზოთ აქციები, შეღავათები, რაც მათ ყოველდღიურ გადაადგილებას გაამარტივებს. კამპანია უკვე გააქტიურებულია და ჩვენს მომხმარებლებს წლის განმავლობაში კიდევ ბევრ სასიამოვნო სიახლეს შევატყობინებთ.” - აცხადებენ კომპანია Bolt-ის წარმომადგენლები.
R