ლიბერთიმ ბიზნეს და აგრო სესხებზე ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო - მომხმარებლებს თანხის ნაწილის უკან დაბრუნება შეეძლებათ - კვირის პალიტრა

ლიბერთიმ ბიზნეს და აგრო სესხებზე ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო - მომხმარებლებს თანხის ნაწილის უკან დაბრუნება შეეძლებათ

ლიბერთიმ ახალი საგაზაფხულო აქცია დაიწყო, რომელიც ბიზნეს და აგრო სესხებზე ვრცელდება. აქცია ლიბერთის პროექტის - „გაზარდე შენი ბიზნესის“ ფარგლებში 1-ელი მარტიდან 30 აპრილამდე ხორციელდება და როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე, სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით ისარგებლონ. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ ბანკი ითვალისწინებს აგრო და საოჯახო ბიზნესის სპეციფიკას, საჭიროებას და სეზონურ ციკლს, შესაბამისად, სესხის გადახდის გრაფიკი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალური საშეღავათო პერიოდით ისარგებლოს.

ვის, რა მიზნობრიობით და რა თანხის მიღება შეუძლია ბანკისგან უზრუნველყოფის გარეშე? – ამის შესახებ ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილეს ირაკლი აბაშიძეს ვესაუბრეთ:

ვის შეუძლია აქციით სარგებლობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგან მათ ამისთვის?

ის მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ჩვენთან ბიზნეს, აგრო თუ საოჯახო მეურნეობის სესხით, ერთი თვის ვადაში 2%-მდე ქეშბექს მიიღებენ. აღნიშნული თანხა მათ შეუძლიათ ნებისმიერი მიზნობრიობით გამოიყენონ: სესხის დასაფარად, ბიზნესისთვის, სამომხმარებლო და სხვა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სესხის თავდაპირველი პირობები მისაღებია და ამას ემატება ქეშბექი, რაც მომხმარებლისთვის დამატებით სარგებელს ქმნის.

რამდენად შეუძლიათ სხვა ბანკის ან საკრედიტო ორგანიზაციის მომხმარებლებს, რომლებიც საოჯახო თუ აგრო ბიზნესს ფლობენ, სესხი ლიბერთიში გადმოიტანონ და აღნიშნული აქციით ისარგებლონ?

იმისათვის, რომ აქციაში ჩაერთონ, მომხმარებლებს მიზნობრიობა შეზღუდული არ აქვთ. მათ შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ბიზნესის გასაფართოებლად, ისე სამომხმარებლო მიზნების დასაფინანსებლად ან ასევე სხვა ბანკის სესხის რეფინანსირებისთვის, რომელიც მას რომელიმე ფინანსურ ინსტიტუტსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიძლება ჰქონდეს.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი არის საშეღავათო პერიოდი და გადახდის მორგებული გრაფიკი, რომელსაც ლიბერთი მომხმარებლებს სთავაზობს და განსაკუთრებით ხელსაყრელია აგრობიზნესის მქონე პირებისთვის. რას ითვალისწინებს აღნიშნული შეთავაზება?

აგრობიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ შემოსავლებზე მორგებული გრაფიკი, რადგანაც გაზაფხულზე ან ზაფხულში აქვთ სამუშაო ხარჯები, ხოლო შემოსავალს უკვე შემოდგომაზე იღებენ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ მათ შემოსავლებს მოვარგოთ გადახდის გრაფიკი და ამისთვის ინდივიდუალურად ვთავაზობთ პირობებს. როდესაც ისინი შემოსავალს აიღებენ, დააბინავებენ და კარგ ფასს დაელოდებიან რეალიზაციისთვის - საშუალება აქვთ, გადახდის გრაფიკი სწორედ ამ პერიოდს დაამთხვიონ.

ასევე ვცდილობთ გადახდის თარიღი არ მივუთითოთ ისეთ პერიოდში, როდესაც მათი პროდუქციის ფასი ყველაზე დაბალია.

უზრუნველყოფის გარეშე რა მოცულობის თანხის აღება შეუძლიათ მსესხებლებს აქციის ფარგლებში?

ბიზნესსესხების შემთხვევაში შესაძლებელია 50 000 ლარამდე თანხის მიღება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ არ არის საჭირო უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. ასევე, ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად სწრაფ მომსახურებას, დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე, რაც განსაკუთრებით აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის უმნიშვნელოვანესია. სესხების დამტკიცებას, ანალიზს არ სჭირდება კვირები, დღეები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროცედურა სრულდება რამდენიმე საათში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფილიალების ყველაზე დიდ ქსელს ვფლობთ, რაც ჩვენს სერვისებსა და პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას ზრდის.

rrrr-1679305998.jpg

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლიბერთიმ ფინანსური განათლების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა პროექტი განახორციელა. საინტერესოა, რამდენად ეფექტიანი იყო აღნიშნული პროექტები და აგრძელებთ თუ არა მათ განხორციელებას?

2022 წელს ლიბერთიმ დიდი ნაბიჯები გადადგა. რა თქმა უნდა, დაკრედიტება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბანკისთვის ფინანსური განათლების ხელშეწყობაც ერთ-ერთი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებელი მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს, როგორ დააბანდოს თანხა, რათა საუკეთესო შედეგებზე გავიდეს. ამისთვის საჭიროა გამოცდილება და ის ფინანსური ცოდნა, რაც მას სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და თავისი ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით ლიბერთი ჩაერთო მასშტაბურ პროექტში პროექტში, რომელსაც MERCY CORPS და ავსტრიის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი გათვლილია ახალგაზრდა, უკვე შემდგარ თუ მომავალ მეწარმეებზე, რომლებიც თავიანთ საქმიანობას საქართველოს რეგიონებში ახორციელებენ.

პროექტი დიდ მასშტაბებს მოიცავს და მთელ ქვეყანაში ხორციელდება. მასში 2000-მდე ახალგაზრდა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა. 1800-მა გაიარა ლიბერთის ფინანსური ტრენინგი და შემდეგ ეტაპებზეც რამდენიმე ასეული გადავიდა. საბოლოოდ კი დაახლოებით 370 მონაწილეს საშუალება მიეცა, გარდა ფინანსური განათლებისა, მცირე გრანტებიც მიეღო, რასაც თავისი საქმისთვის გამოიყენებდა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სამწლიანი პროექტი, რომელიც ლიბერთის პარტნიორობით კვლავაც გაგრძელდება და ახალგაზრდა მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს შეუქმნის.

გასული წლის განმავლობაში ბანკის ბიზნესპორტფელმა 1 მილიარდს გადააჭარბა. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო სექტორი სულ უფრო მეტად ენდობა ლიბერთის და მის მიერ შეთავაზებული პროდუქტებით სარგებლობს. რა მოლოდინები გაქვთ მიმდინარე წელთან დაკავშირებით და რა არის ის, რაც სხვა კომერციული ბანკებისგან სწორედ მცირე და მიკრო და ბიზნეს სეგმენტზე შეთავაზებების თვალსაზრისით გამოგარჩევთ?

ლიბერთისთვის ბიზნესზე მორგებული სერვისების შექმნა და მისი დაკრედიტება სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამის შედეგია ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელის მოცულობა, რამაც მილიარდ ლარს გადააჭარბა და ფაქტობრივად, ამ სეგმენტში პორტფელის სიდიდით მესამე ადგილზე გადავიდა.

ვცდილობთ, მუდმივად ვესაუბროთ ჩვენს მომხმარებელს, გავარკვიოთ - რა და როგორ სჭირდებათ, საბოლოოდ გადავუჭრათ ის პრობლემები, რის წინაშეც დგანან. სწორ დროს და ზუსტად ის შეთავაზებები გავუკეთოთ, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დამსახურებაა, რომ ბოლო პერიოდში მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული საკმაოდ ბევრი პროდუქტი თუ პროექტი განვახორციელეთ.

რა გეგმები გაქვთ ბიზნესპორტფელთან 2023 წელს? რა ახალ შეთავაზებებს უნდა ელოდოს კერძო სექტორი?

2023 წელიც აქტიურად დავიწყეთ და მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, ამიტომ აღნიშნული კამპანიის გარდა მთელი წლის განმავლობაში ჩვენს მომხმარებლებსა თუ პოტენციურ მომხმარებლებს არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ.

R