რა განათლება აქვს განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

რა განათლება აქვს განათლების მინისტრს გიორგი ამილახვარს და როგორია მისი და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა?

გამოქვეყნებულია 2023-03-20

"ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოს­ტი­დან მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის უკვე მე­ო­რედ გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი დანიშნა. მანამდე ის სა­ქარ­თვე­ლოს X მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გახ­ლდათ, რომ­ლის დე­პუ­ტა­ტი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პარ­ტი­უ­ლი სიით გახ­და.

გა­ნათ­ლე­ბა

გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი 1984 წლის 1-ლ იან­ვარს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით. აქვს სა­მარ­თლის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.

რო­გორც პარ­ლა­მენ­ტის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ვი­გებთ, 1999-2000 სას­წავ­ლო წელი ამე­რი­კა­ში, ტე­ხა­სის ალა­მოს უმაღ­ლეს სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა, 2016 წელს კი, კვლე­ვი­თი სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა გერ­მა­ნი­ა­ში, კერ­ძოდ, ჰამ­ბურ­გში, მაქს-პლან­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო, კერ­ძო და შე­და­რე­ბი­თი სა­მარ­თლის კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში.

სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა

2004 წელს მუ­შა­ობ­და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში კომ­პა­ნი­ა­ში "კლინ­ტონ და­ვის პა­ლა­სი - ად­ვო­კა­ტე­ბი", ად­ვო­კა­ტის თა­ნა­შემ­წედ;

2007 - 2008 სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში, ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და;

2008- 2010 წლებ­ში გახ­ლდათ ლიტ­ვუ­რი სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნია შპს "სა­ვე­რუ­სის“ სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლის "სა­ვე­რუს ჯორ­ჯი­ას“ მთა­ვა­რი იუ­რის­ტი;

2010 - 2020 წლებ­ში იყო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე;

2010 - 2020 წლებ­ში კი იყო თბი­ლი­სის ღია სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვიცე-რექ­ტო­რი, რექ­ტო­რი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი სა­მარ­თალ­ში.

ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა:

ახა­ლი მი­ნის­ტრი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ჰყავს მე­უღ­ლე - ნინო წე­რე­თე­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი - 15 წლის ნიცა და 9 წლის ანა მა­რია.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია

დეკ­ლა­რა­ცია ბო­ლოს დე­პუ­ტა­ტის პოსტზე 2023 წლის 27 თე­ბერ­ვალს შე­ავ­სო. გააგრძელეთ კითხვა