უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ვანოს სამხედრო განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული" - კვირის პალიტრა

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - "ვანოს სამხედრო განათლება ხარკოვში ჰქონდა მიღებული"

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო, 22 წლის ვანო (ილია) ჩო­ხე­ლი და­ი­ღუ­პა. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას "დე­დოფ­ლის­წყა­როს ტე­ლე­ვი­ზია" ავ­რცე­ლებს. სწო­რედ დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში იზ­რდე­ბო­და ჩო­ხე­ლი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, შემ­დეგ კი ხარ­კოვ­ში დაბ­რუნ­და და სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში, 16 მარტს და­ი­ღუ­პა.

"უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ხარ­კოვ­ში 16 მარტს და­ი­ღუ­პა 22 წლის ვანო (ილია) ჩო­ხე­ლი. მას დე­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და ერთ ხანს სო­ფელ ზემო ქე­დის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მა­მას­თან დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში იზ­რდე­ბო­და, შემ­დეგ ისევ ხარ­კოვ­ში დაბ­რუნ­და და სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა. წე­ლი­წად­ზე მე­ტია რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში იბ­რძო­და. ქი­ზი­ყიTV თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს მა­მას, ზაზა ჩო­ხელს, პა­პას - უშან­გი ჩო­ხელს და ბე­ბი­ას - ქე­თე­ვან ქი­მოს­ტელს" - წე­რია ტე­ლე­ვი­ზი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ვანო ჩო­ხე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი რი­გით მე­ორ­მო­ცე ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია.