"მისი მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკიდან დღეს ან ხვალ გაწერენ" - რას აცხადებს დათო ტურაშვილის მეუღლე
მწერალ დათო ტურაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც AMBEBI.GE-სთან მწერლის მეუღლემ მაკა კეკელიძემ განაცხადა, ამჟამად "მისი მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკიდან დღეს ან ხვალ გაწერენ". "კარგად არ არის, მაგრამ გუშინდელთან შედარებით უკეთ არის“, - გვითხრა მაკა კეკელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მწერალი დათო ტურაშვილი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს. ის ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემა "მე-17 სართულს“ სტუმრობდა, სადაც ემოციური გამოსვლის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. როგორც თავად მწერალმა ეთერში განაცხადა, აგენტების კანონის გაპროტესტების შემდეგ, ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ ტროლების ქარხანა აამოქმედა, მათ კიდევ ერთხელ გაავრცელეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს შექმნილი ფაბრიკაცია, რომელშიც თითქოს ავტომატით ჩანს...