"საჭირო იყო მონა, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - როგორია ოპოზიციის შეფასება ამილახვარის გამინისტრებაზე?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა. მისი თქმით, ჩხენკელმა საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა და ის მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.
ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.
ოპოზიციაში ამბობენ, მინისტრის ცვლილება სწორედ 7-9 მარტის აქციებზე ახალგაზრდების აქტიურობას უკავშირდება.
"განათლების სამინისტრო, მთელი სისტემა არის ჩვეულებრივი პარტიული აპარატი. ადმინისტრაციული რესურსი იქნება, თუ აკადემიური ნაწილი - ეს ხალხი არის ჩვეულებრივი... ბოტებად აქციეს ეს ხალხი. მასწავლებლები სხედან და „ფეისბუქზე“ ადამიანებს დედას აგინებენ. ეგ არის რეალობა. მიზეზი, მინისტრის ცვლილებას რატომაც აპირებენ, არის ერთადერთი, რომ ახალგაზრდები მარტის აქციებზე გამოვიდნენ. ახლა გადაწყვიტეს, რომ უკეთესი მინისტრი უფრო კარგად მოარჯულებს ახალგაზრდებს, რაც თავისთავად, ცხადია, იდიოტობაა და არაფერი გამოუვათ, მაგრამ ეგ არის, მეტი არაფერი. კონტროლიდან გაექცათ სიტუაცია და ამიტომ ახლა ვიღაცა უფრო მკაცრი ხელი უნდა დანიშნონ ალბათ, თორემ ბიძინას გადმოსახედიდან, იმაზე კარგი მინისტრი, ვინც ახლა ჰყავდათ.. კაცი [მიხეილ ჩხენკელი] მუხლებზე იდგა და ლოცულობდა, ექვთიმე მეორეს ეძახდა ბიძინას. მაგაზე უფრო მეტი მონა ვინ უნდა ჰყავდეს, მაგრამ მონობა აღარ აღმოჩნდა საკმარისი. საჭიროა მონა, რომელიც ასევე იქნება ეფექტური, რომელიც ახალგაზრდებს გააჩერებს" - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატის რომან გოცირიძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად უჭერს არტახებს და უკიდურესად მორჩილი გუნდის შეკვრას გეგმავს, რადგან ხედავს, რომ ძალაუფლება ეცლება და ქვეყანაში სამოქალაქო შეგნებამ გაიღვიძა“."რით დაგვამახსოვრა თავი ჩხენკელმა? - მინისტრების სიაში ერთ-ერთ ყველაზე მლიქვნელად შევიდა. ბევრი იყო მლიქვნელი. ერთ-ერთმა, მაგალითად, ივანიშვილს უწოდა ბრძენი კაცი და მერე ყოველთვის ასე მოიხსენიებდა, სანამ არ დაცინეს, ხოლო ჩხენკელს, რომელმაც ივანიშვილი ექვთიმეს შეადარა, როცა პარლამენტში გამოჩნდებოდა, ყველა „ექვთიმეს“ ვეძახდით. ქართული „ოცნების“ ჩვეულებრივი წესია, რომ როტაციას აკეთებს - გაგაკეთებინებს ბინძურ საქმეს და მერე გაგდებს. გააგრძელეთ კითხვა