"ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დაუფასდა კიდეც..." - ნატა ასათიანი ექსმინისტრს აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"ერთი, რაც გააკეთა ჩხენკელმა ის იყო, რომ ბევრს აქებდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, დაუფასდა კიდეც..." - ნატა ასათიანი ექსმინისტრს აკრიტიკებს

წა­სუ­ლებ­ზე ან კარ­გი უნდა ილა­პა­რა­კო ან არა­ფე­რი, ასე გამ­ზარ­დეს მაგ­რამ დღეს და­ვარ­ღვევ ტრა­დი­ცი­ას...“ - ასე იწყებს პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­როსი ნატა ასა­თი­ა­ნი, რო­მელ­შიც გა­ნათ­ლე­ბის აწ უკვე ექსმი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხებნკელს აკ­რი­ტი­კებს. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ჩხენ­კე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი ამი­ლახ­ვარ­მა შეც­ვა­ლა...

ნატა ასა­თი­ა­ნი:

"წა­სუ­ლებ­ზე ან კარ­გი უნდა ილა­პა­რა­კო ან არა­ფე­რი, ასე გამ­ზარ­დეს მაგ­რამ დღეს და­ვარ­ღვევ ტრა­დი­ცი­ას:

ერთი ჩემი ჭკვი­ა­ნი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს ხოლ­მე: კარ­გი იქ­ნე­ბო­და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრებს რეტ­რო­აქ­ტი­უ­რად ვთხოვ­დეთ პა­სუხს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე და უმოქ­მე­დო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ხში­რად და­ნა­შა­უ­ლის ტოლ­ფა­სი­აო. მარ­თლაც კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან მათი ქმე­დე­ბის (თუ უმოქ­მე­დო­ბის) მძი­მე შე­დეგს ჩვენ წლე­ბის შემ­დეგ ვიმ­კით...

ახლა რომ PISA-ში გვექ­ნე­ბა გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი, ვინ უნდა აგოს პა­სუ­ხი?

დღემ­დე რა­ტომ არ გვაქვს მრა­ვალ­ჯერ და­პი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი წესი?

რა­ტომ გა­ა­ჩე­რა მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­მა წინა წლებ­ში ამოქ­მე­დე­ბუ­ლი სა­ჭი­რო პროგ­რა­მა - ხან­დაზ­მუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის სის­ტე­მი­დან ღირ­სე­უ­ლად გა­ცი­ლე­ბის სქე­მა, რომ­ლის წყა­ლო­ბით სკო­ლებ­ში ახა­ლი პე­და­გო­გე­ბი უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ... (ამ პრო­ცე­სის გა­რე­შე, ტყუ­ი­ლია ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რისხზე სა­უ­ბა­რიც კი).

აღა­რა­ფერს ვამ­ბობ მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის გა­მო­ყო­ფილ სა­სა­ცი­ლო და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და მეც­ნი­ე­რის მი­ზე­რულ ხელ­ფა­სებ­ზე, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კვლავ შე­ლა­ხულ რე­პუ­ტა­ცი­ა­ზე, ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მას­შტა­ბურ ხარ­ვე­ზებ­ზე და სკო­ლებ­ში აყ­ვა­ვე­ბულ ბუ­ლინგსა და ძა­ლა­დო­ბა­ზე.

ასე­ვე სხვა მრა­ვალ დაგ­რო­ვილ გა­და­უჭ­რელ პრობ­ლე­მა­ზე, მათ შო­რის, სტა­ტუს შე­ჩე­რე­ბულ სტუ­დენ­ტებ­ზე, ე.წ. უფა­სო სპე­ცი­ა­ლო­ბებ­ზე, სკო­ლე­ბის ინ­ტერ­ნე­ტი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბულ პრო­ცეს­ზე...

ნეტა სად არის გა­ნათ­ლე­ბის­თვის და­პი­რე­ბუ­ლი მშპ-ს ის 6%, რო­მელ­საც მანტრა­სა­ვით იმე­ო­რებ­და ერთ-ერთი პრე­მი­ე­რი და მას­თან ერ­თად მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი... ერთი სი­ტყვით, იმ­დე­ნად არა­ფე­რი გა­კეთ­და, რომ ჩა­მო­სათ­ვლე­ლიც არა­ფე­რია, თუმ­ცა გა­მახ­სენ­და: ერთი, რაც გა­ა­კე­თა ჩხენ­კელ­მა ის იყო, რომ ბევ­რს აქებ­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს (KIU). და­უ­ფას­და კი­დეც...

თუმ­ცა, KIU-ში გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი მუ­შა­ობს და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა თუ ჩხენ­კე­ლი იქაც შე­ი­ტანს თა­ვის­თვის ჩვე­ულ ის­ტე­რი­ულ დი­სო­ნანსს. მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვებ ახალ მი­ნისტრს წარ­მა­ტე­ბას, ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა სის­ტე­მის ში­ნა­არ­სი­ა­ნი რე­ფორ­მა და არა “პო­ტი­ომ­კი­ნის სოფ­ლის” შე­ნე­ბა, რაც მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის ძლი­ე­რი მხა­რე აღ­მოჩ­ნდა...

P.S.

ოპო­ზი­ცი­ის კო­მენ­ტა­რე­ბი მო­ვის­მი­ნე, თით­ქოს სა­კად­რო ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი სტუ­დენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ე­ბის სურ­ვი­ლი­აო. გთხოვთ, მავ­ნებ­ლო­ბე­ბის ამ ჩა­მო­ნათ­ვალს მხო­ლოდ ერთ და სრუ­ლი­ად და­უ­ზუს­ტე­ბელ ბრალ­დე­ბა­ზე ნუ და­იყ­ვანთ... კარ­გი იქ­ნე­ბო­და პო­პუ­ლიზ­მის ნაც­ვლად, ერთხელ მა­ინც ჩა­გე­ხე­დათ ში­ნა­არსში და გა­გერ­კვი­ათ რა ხდე­ბო­და ბოლო წლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, თუმ­ცა ეს ხომ თქვენს მთა­ვარ ხაზს - ზე­და­პი­რუ­ლო­ბას სცდე­ბა და ამას რო­გორ იკად­რებ­დით...მმარ­თველ გუნდს კი მინ­და ვთხო­ვო, ნუ შე­ი­წუ­ხე­ბენ თავს ჩხენ­კე­ლის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­დით. ამ ქვე­ყა­ნა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­საც ეს­მით გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა და იცი­ან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა... მათ თვალ­ში ეს მად­ლო­ბე­ბი ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოდ ჩანს".

ნატა ასა­თი­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენტს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, თუმ­ცა ამ რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, სა­მი­ნის­ტრო და­ტო­ვა და ამ­ჟა­მად "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის“ თავ­მჯდო­მა­რედ მუ­შა­ობს.

ambebi.ge