"ხვიჩა ჩვენიც არის" - როგორ გულშემატკივრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვიჩა კვარაცხელიას და რას წერენ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე - კვირის პალიტრა

"ხვიჩა ჩვენიც არის" - როგორ გულშემატკივრობენ ოკუპირებულ აფხაზეთში ხვიჩა კვარაცხელიას და რას წერენ ფეხბურთის ქართველ ვარსკვლავზე

უკვე თვე­ე­ბია, რაც ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იტა­ლი­უ­რი "ნა­პო­ლის" ყვე­ლა თა­მაშს გუ­ლის­ფან­ქცა­ლით ელო­დე­ბა. ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია კი, ყო­ვე­ლი თა­მა­შით სი­ხა­რულს ჩუქ­ნის ქო­მაგს. "ნა­პო­ლი" "სკუ­დე­ტოს" მო­გე­ბას­თან ასე ახ­ლოს ბოლო 30 წე­ლია არ ყო­ფი­ლა.

მათ ხვი­ჩა უყ­ვართ იმი­ტომ, რომ ქა­რიზ­მის, ნი­ჭის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის, ნე­ბის­ყო­ფი­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ნი­გე­რი­ელ ფორ­ვარ­დთან, ვიქ­ტორ ოსი­მენ­თან ერ­თად, ულა­მა­ზეს სა­ნა­ხა­ო­ბას სთა­ვა­ზობს მა­ყუ­რე­ბელს.

რო­გორც "კვა­რას" იტა­ლი­ე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, "22 წლის, თავ­მდა­ბა­ლი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბიჭი" ახლა უამ­რა­ვი მო­ზარ­დის­თვის მა­გა­ლი­თია და აჩ­ვე­ნებს, ნი­ჭთან ერ­თად, რა შე­დე­გი მო­აქვს შრო­მას, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბას და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რულს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლი გზა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდებს დარ­ჩე­ნი­ათ. ბოლო ხა­ნებ­ში, და­ხუ­რულ ჯგუ­ფებ­ში, ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი უკვე რე­გუ­ლა­რუ­ლად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან, სად, რო­მელ სა­იტ­ზე შე­იძ­ლე­ბა უყუ­რონ "ნა­პო­ლის" თა­მა­შებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ასე­თი კი­თხვის ავ­ტორს, ან უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დნენ, ან უხე­შად ეკი­თხე­ბოდ­ნენ, - რა­ტომ ინ­ტე­რეს­დე­ბო­და მისი თა­მა­შით. თუმ­ცა, თან­და­თან ტონი შე­იც­ვა­ლა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და.

"მათ, ვი­საც არ ეს­მის ამ ახალ­გაზ­რდის წარ­მა­ტე­ბის მი­მართ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი, ავუხ­სნი, რომ ფეხ­ბურ­თი მხო­ლოდ ბურ­თის ტრი­ა­ლი და სპორ­ტი არ არის, ის ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ, გო­ლე­ბის გა­ტა­ნა, ან ლა­მა­ზი პასი", - წერს "ია­სონ აფხა­ზი".

"ჰკი­თხეთ თქვენს უფ­რო­სებს, მა­მებს, ბა­ბუ­ებს, თუკი, გყავთ ისი­ნი და მო­გიყ­ვე­ბი­ან, - საბ­ჭო­თა წლებ­ში, პა­ტა­რა აფხა­ზეთ­საც ჰყავ­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­ას წერ­დნენ, მა­გა­ლი­თად, სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს" უძ­ლი­ე­რე­სი მე­კა­რე, ვლა­დი­მერ მარ­ღა­ნია, რო­მელ­მაც მარ­თლაც უდი­დე­სი ის­ტო­რია და­წე­რა. გააგრძელეთ კითხვა