"სააკაშვილისა და გვარამიას ე.წ. პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია - ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა არაობიექტური კრიტიკისაგან უნდა გავმიჯნოთ"
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომ მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია პოლიტპატიმრები არიან, საზოგადოებამ ობიექტური კრიტიკისაგან უნდა გამიჯნოს.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ყველამ იცის ის კონკრეტული დანაშაულები, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის და ამიტომ „ე.წ. პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია“.
„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების მიხედვით, სააკაშვილი და გვარამია პოლიტპატიმრები ყოფილან. ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილი ორი კონკრეტული დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. ერთი გირგვლიანის მკვლელების შეწყალებას ეხება, მეორე კი ვალერი გელაშვილის წამებას. გარდა ამისა, მას საზღვრის უკანონო კვეთა დაუფიქსირდა. საქმე, ასევე, უმძიმეს კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებითაც აღძრულია, რომელშიც მილიონობით ლარის გაფლანგვაზეა საუბარი. აქედან გამომდინარე, ე.წ. პოლიტპატიმრობაზე საუბარი ზედმეტია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა არაობიექტური კრიტიკისაგან უნდა გავმიჯნოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
IPN