"თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს" - კვირის პალიტრა

"თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს"

თუკი ვინმეს საქართველოსთვის სიკეთე უნდა, რიგგარეშე არჩევნებზე, რევოლუციასა და დესტაბილიზაციაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები ძალიან მალე მოვა და ის 2024 წელს ჩატარდება.

„მიღებულია რევოლუციური მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რადგან არჩევნები ელექტრონული სისტემით და პროპორციული წესით ჩატარდება. ზოგიერთს არ მოსწონს და იმის გამო იძაბება, რომ ეს სისტემა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. ექსტრემისტმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა განხილვაში მონაწილეობა არ მიიღეს, მათ შორის არც კონსტიტუციის განხილვაში. ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელსაც ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

IPN