"ტოიოტა ცენტრი თბილისი" მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს - კვირის პალიტრა

"ტოიოტა ცენტრი თბილისი" მომხმარებელს ხელსაყრელ პროდუქტებს განახლებული პირობებით  სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მძღოლებს მათ ინტერესებზე მორგებულ და მაქსიმალურად ხელმისაწვდომ პროდუქტებს - Toyota Approved Used-ს და Toyota Easy-ს განახლებული პირობებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორივე შეთავაზებით „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ითვალისწინებს მომსახურების მაღალ ხარისხსა და მოქნილ პირობებს, რაც შედეგად, მომხმარებელს უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის სრულ გარანტიას აძლევს.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, პროდუქტი - Toyota Approved Used-ი, განახლებული და მოქნილი პირობებით, მთლიანად მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

„ტოიოტას პოპულარული პროდუქტი - Toyota Approved Used-ი, პირველ რიგში, ძალიან ზოგავს მომხმარებლის დროს და მას გაუთვალისწინებელი რისკებისგან იცავს. მოგეხსენებათ, რომ რისკები ხშირია მეორადი ავტომობილის აუქციონის წესით ან ბაზრობებზე შეძენა-გაყიდვისას. ამ პროექტით ავტომფლობელებს სამ ოფციას ვთავაზობთ. პირველი - „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ძველი ავტომობილის საბაზრო ფასად და გამარტივებული პროცედურებით ჩაბარებაა. ძველი ავტომობილის ჩაბარების პროცესი მხოლოდ ერთსაათიან პროცედურას და 145 პუნქტიან შემოწმებას მოიცავს, რაც საბაზრო ფასის დადგენის მიზნით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სერტიფიცირებულ სერვისცენტრში ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას გულისხმობს. თუ ავტომობილი პროექტით დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებს, მომხმარებელი თავის ძველ ავტომობილს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩააბარებს. მეორე ოფცია, ძველი ავტომობილის სანაცვლოდ, ტოიოტას ნებისმიერი ახალი მოდელის ფასთა შორის სხვაობით შეძენაა, რა შემთხვევაშიც, საქარხნო 3-წლიანი გარანტიის გარდა, გახანგრძლივებული საგარანტიო პირობებიც მოქმედებს, ხოლო მესამე - ტექნიკურად გამართული, კავკასიის რეგიონისა და ევროპის ქვეყნებისთვის წარმოებული, 12-თვიანი გარანტიისა და ულიმიტო გარბენის მქონე მეორადი ავტომობილის საბაზრო ფასად შეძენაა“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

toyota-easy-1-1679404281.png

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, ტოიოტას მეორე პროდუქტი - Toyota Easy, რომელიც პარტნიორ კომპანიებთან - „თიბისი ლიზინგსა“ და „ბბ ლიზინგთან“ კოლაბორაციით შემუშავდა, მნიშვნელოვანია იმით, რომ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებლის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ძალიან ამარტივებს ავტომობილის შეძენის პროცედურას.

„ფინანსური პროდუქტი Toyota Easy განსაკუთრებულად მოქნილი პირობებით გამოირჩევა, სარგებლობის პერიოდი კი 12 - 60 თვე აქვს. ამ პროექტით ჩვენს მომხმარებელს შეუძლია ერთდროულად მიიღოს ექსკლუზიური ფასი სასურველ ავტომობილზე, ისარგებლოს დაბალი საპროცენტო განაკვეთით და პარალელურად, მართოს საგარანტიო პირობებით დაცული ავტომობილი. მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ამოიწურება, მომხმარებელს სურვილისამებრ შეუძლია: განაახლოს ვადაგასული კონტრაქი და განაგრძოს Toyota Easy-ის მოქნილი პირობებით სარგებლობა, ან გამოისყიდოს ავტომობილი და გადაიხადოს მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული ნარჩენი ღირებულება, ან დააბრუნოს ავტომობილი ცენტრში“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აცხადებს, ორივე პროდუქტი - Toyota Approved Used და Toyota Easy მთლიანად არის ადაპტირებული მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებზე. მისი თქმით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ყოველთვის ცდილობს მძღოლებისთვის ახალი, მოქნილი შეთავაზებები აამოქმედოს იმ მიზნით, რომ დაზოგოს მომხმარებლის დრო, მიაწოდოს მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომი სერვისები, რაც უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობის უპირობო გარანტიაა და ამასთანავე, მომხმარებელთან ურთიერთობის მთავარი პრინციპია.

მისივე ინფორმაციით, ტოიოტას პროდუქტებით სარგებლობის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, შეუძლიათ მიმართონ „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების სამსახურს ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com