"ჩემი დის ოჯახს მიუვარდნენ - ალექსანდრე ამისულაშვილი რადგან ზარქუას სიძეა, თურმე ბულინგის მსხვერპლი უნდა გახდეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი დის ოჯახს მიუვარდნენ - ალექსანდრე ამისულაშვილი რადგან ზარქუას სიძეა, თურმე ბულინგის მსხვერპლი უნდა გახდეს"

მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო „ტვ პირ­ვე­ლის“ და მე­ლა­ძის იმ უმ­სგავ­სო ქმე­დე­ბას ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, რა­საც წინა კვი­რას ჰქონ­და ად­გი­ლი - ჩემი დის ოჯახს მი­უ­ვარ­დნენ ჯერ ლიფ­ტში, მან­ქა­ნა­ში ჩა­უხტნენ, შემ­დეგ სახ­ლში მი­უ­ვარ­დნენ და ადა­მი­ანს, რად­გან ჩემი დის მე­უღ­ლეა, სულ ზარ­ქუ­ას სიძე ეძა­ხეს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ე­ჩი­ნათ გან­ცდა, რომ თურ­მე ზარ­ქუა ლო­ბი­რებს რა­ღაც თე­მებს , - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ზარ­ქუა მო­უ­წო­დებს ახ­ლობ­ლებს და მე­გობ­რებს, ვი­საც აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, „თა­მა­მად“ მი­ი­ღონ ტენ­დერებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა ღირ­სე­უ­ლად ატა­რა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რი, ეროვ­ნუ­ლი დრო­შა, ყვე­ლა იც­ნობს, ვინ რას წარ­მო­ად­გენს. ეტყო­ბა ძვე­ლი რე­ჟი­მის დრო­ი­დან ჰგო­ნი­ათ, რომ ეს ასე ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი შრო­მით, ჯა­ფით, კა­პი­ტა­ლით, სამ­შე­ნებ­ლო თე­მებ­შია და რად­გან ზარ­ქუ­ას სი­ძეა, თურ­მე უნდა გახ­დეს ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი. ეს არის თქვე­ნი სტან­დარ­ტი. გე­გო­ნათ, თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­დო­დი. არა ბა­ტო­ნე­ბო, პი­რი­ქით, მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა ჩემს ახ­ლო­ბელს, მე­გო­ბარს, უბ­ნელს, ჩემს თბი­ლი­სე­ლებს, ჩემს წა­ლენ­ჯი­ხე­ლებს, ვი­საც გაქვთ კა­პი­ტა­ლი, გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ღია, გამჭვირ­ვა­ლე, ტენ­დერებ­ში მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­მა­მად გა­ა­კე­თეთ ეს, იმი­ტომ, რომ მეტი სკო­ლა და ბაღი უნდა აშენ­დეს, მეტი სპორ­ტკომ­პლექ­სი, ღირ­სე­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ მე­ლა­ძეს და მის ამ ქმე­დე­ბებს, ამას მიჩ­ვე­უ­ლი ვართ, და­წყე­ბუ­ლი მისი ყალ­ბი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბით და მან­ჭვა-გრე­ხით პრო­ლოგ­ში, ეს უკვე სა­სა­ცი­ლოა. მეს­მის, ეს არ არის მათი ბრა­ლი, იმი­ტომ, რომ სხვა­ნა­ი­რად რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე კი არ იტყოდ­ნენ სი­უ­ჟეტ­ში - სა­ვა­რა­უ­დოდ ზარ­ქუა, შე­საძ­ლე­ბე­ლია ზარ­ქუა, რო­გორც ამ­ბო­ბენ ზარ­ქუა - მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში იტყოდ­ნენ, მაგ­რამ მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვერ ამ­ბობს, რად­გან ზუს­ტად იცის, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­უ­წევს მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი ხელ­ფა­სის წა­გე­ბა, რო­მელ­საც იღებს. მე ერთი თეთ­რი არ მინ­და, მე მინ­და მის თა­ნამ­შრომ­ლებს, უფა­სოდ რომ ამუ­შა­ვე­ბენ - მძღო­ლებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს გა­და­უ­ხა­დონ, მათ­გან ვიცი ეს ინ­ფორ­მა­ცია. 25 000 ლარი ხელ­ფა­სი რომ აქვს ბა­ტონ მე­ლა­ძეს, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამის დათ­მო­ბა მო­უ­წევთ, ამი­ტომ ვერ ამ­ბო­ბენ მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.