"ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის" - რას წერს ქეთი დუმბაძე - კვირის პალიტრა

"ვინც არ უნდა მლანძღოს და ფარისეველი მეძახოს, ტურიკასადმი და გიორგი კეკელიძესადმი ჩემ დამოკიდებულებას ვერავინ შეცვლის" - რას წერს ქეთი დუმბაძე

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი ქეთი დუმ­ბა­ძე მწე­რალ დატო ტუ­რაშ­ვი­ლი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვინც არ უნდა მლან­ძღოს და ფა­რი­სე­ვე­ლი მე­ძა­ხოს, ტუ­რი­კა­სად­მი და გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე­სად­მი ჩემ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვე­რა­ვინ შეც­ვლის, ამ სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვა. რაც მთა­ვა­რია, ეს ორი­ვემ იცის და ეჭ­ვიც არას­დროს შე­ე­პა­რე­ბათ ვი­საც მათ­ზე მეტი გა­უ­კე­თე­ბია და მათ­ზე მეტი სიყ­ვა­რუ­ლი გა­უ­ცია, იმათ ჩამ­ქო­ლონ." - წერს ქეთი დუმ­ბა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში".

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბის ფონდმა და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, მარო მა­ყაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ახა­ლი სტი­პენ­დია, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი მი­ი­ღებს 16 წლის სა­ლო­მე კენ­ჭი­აშ­ვი­ლი, 7-8 მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი სიმ­ბო­ლო, რო­გორც მას ეძა­ხი­ან "წყლის ჭავლზე მო­ცეკ­ვა­ვე გო­გო­ნა". ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა გა­აკ­რი­ტი­კა.

რაც შე­ე­ხე­ბა დათო ტუ­რაშ­ვილს, მას შემ­დეგ რაც მან 7-8 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბის გამო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა, ზო­გი­ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა­ში გავ­რცელ­და ტუ­რაშ­ვი­ლის მა­დის­კრე­დი­ტე­ბე­ლი ცნო­ბე­ბი, თით­ქოს მწე­რა­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში "მხედ­რი­ო­ნის" წევ­რი იყო და არა­ერ­თი უკა­ნო­ნო­ბა ჰქონ­და ჩა­დე­ნი­ლი.