როგორი ამინდი იქნება საქართველოში 27 მარტამდე? - უახლესი პროგნოზი - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 27 მარტამდე? - უახლესი პროგნოზი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება,

ხოლო 26 მარტს 3-5 გრადუსით მოიმატებს.

ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.