მამაკაცს, რომელიც მუხიანში, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება
მამაკაცს, რომელიც მუხიანში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე სავარაუდოდ, დამწვრობა აღენიშნება.
გარდაცვალების ზუსტ მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მამაკაცი ლიფტთან იპოვეს გარდაცვლილი და მას სხეულზე სხეულზე დამწვრობა აღენიშნება.
„დილით, მეზობელმა კორპუსში კვამლის სუნი იგრძნო. გამოუძახებია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. მე არ მინახავს, მაგრამ ყველა ამბობს, რომ სხეული დამწვარი აქვს", - აცხადებს ადგილობრივი.
გარდაცვალების მიზეზებზე ვერ საუბრობს გარდაცვლილის და.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
IPN