"ძველ საბერძნეთში სწამდათ, რომ ქვა მეპატრონეს სიმამაცესა და გამბედაობას ჰმატებდა" - ქვები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ
მარინა ზაქრაძე წლების განმავლობაში საბერძნეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ასტროლოგიით, მინეროლოგიით, ხელნაკეთი ნივთების შექმნით. ამბობს, რომ სწორადშერჩეული ნატურალური ქვები მფლობელის ცხოვრებაში იზიდავს იღბალს, ბარაქას,წარმატებას, სიყვარულს.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"საბერძნეთში ახალჩასულმა მუშაობა დავიწყე ერთ ოჯახში, ხნიერი ცოლ-ქმარი იყო, შვილი არ ჰყავდათ. მე მათზე ვზრუნავდი, ისინი კი ჩემზე. ყველას ეუბნებოდნენ, ჩვენი შვილიაო, მეც მამობილს და დედობილს ვეძახდი. სახლში უამრავი მინერალური ქვა ჰქონდათ..."
"სერდოლიკს ქარვაზე ძლიერი სამკურნალო თვისებები აქვს. მისი ტარება ყელთან ახლოს აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ჩიყვის დაავადებას და აჩერებს ფარისებრი ჯირკვლის ანთებას, ასუფთავებს სისხლსა და ლიმფას. ამიტომაც სხვა ონკოლოგიური დაავადებების დროსაც საუკეთესოა მისი ტარება. ასევე, ეს მინერალი გამოადგებათ ქალებსა და გოგოებს - ის პასუხისმგებელია გრძნობებზე.თუ ურთიერთობაში, ოჯახში პრობლემები გაქვთ ან უბრალოდ გსურთ მამაკაცის ყურადღების მიქცევა, აჩუქეთ მას სამაჯური სერდოლიკით..."
"ძველ საბერძნეთში კი სწამდათ, რომ ქვა მეპატრონეს სიმამაცესა და გამბედაობას ჰმატებდა, თავის თავში დარწმუნებულს ხდიდა. ის ეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში კამათის დროს, იცავს კონფლიქტებისა და უსიამოვნებისაგან, ააქტიურებს ენერგიას და აძლიერებს მფლობელს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 23 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი