"რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან" - რუსეთის დუმის დეპუტატი - კვირის პალიტრა

"რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან" - რუსეთის დუმის დეპუტატი

რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.

ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„მე ვესაუბრე უმაღლესი რანგის ბევრ ოფიციალურ პირს, მათ შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებსაც შევეხეთ. ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, - საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების ზღვარზე ვართ", - განაცხადა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე სახელწოდებით “რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები”.

კალაშნიკოვის განცხადებითვე, მისთვის რთული იმის თქმა თუ როდის მოხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება და რა თანმიმდევრობით.

IPN