"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე? - კვირის პალიტრა

"ბოლო კვირები თავს ვიკავებდი განცხადების გაკეთებისგან... დაგეგმილია პროვოკაცია" - რას ამბოს შალვა ხაჭაპურიძე "ვივამედის" განცხადებაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" გან­ცხა­დე­ბა გა­მიზ­ნუ­ლია იმის­თვის, რომ მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცი­ხე­ში ან გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

რო­გორც ხა­ჭა­პუ­რი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი იქ­ნე­ბა.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კი­დევ ერთი პრო­ვო­კა­ცია არის და­გეგ­მი­ლი და ხვა­ლი­დან ოჯახ­თან ერ­თად ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს მი­მარ­თა­ვენ.

"ბოლო 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავს ვი­კა­ვებ­დით რამე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის­გან. დღეს, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­მა" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა. დას­კვნის გა­მო­ტა­ნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ კი­დევ ერთი პრო­ვო­კა­ცი­აა და­გეგ­მი­ლი. არ მგო­ნია, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა­ზე იყოს სა­უ­ბა­რი. ამის შე­სა­ხებ მე და სა­ა­კაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს გვე­ცო­დი­ნე­ბო­და. ეცო­დი­ნე­ბო­და, თა­ვად სა­ა­კაშ­ვი­ლის. ახ­ლა­ხან ვე­სა­უბ­რე ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის და მის­თვის მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბი­ლი არ არის. პი­რი­ქით, გა­მიზ­ნუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ან ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნონ, ან გლ­და­ნის მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის იქ­ნე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს მო­ლო­დი­ნი, რომ დღეს სა­ღა­მოს მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა.

"ჩვენ, ბოლო ერთი თვე, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის გამო ჩუ­მად ვი­ყა­ვით, მაგ­რამ, ხვა­ლი­დან მოგ­ვი­წევს სხვა­ნა­ირ რე­ჟიმ­ში გა­დარ­თვა და მუ­შა­ო­ბა. ჩვენ გვაქვს ბერ­კე­ტე­ბი, მე არ მინ­და წი­ნას­წარ ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე ამას მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს. ხვა­ლი­დან ამ ბერ­კე­ტებს ავა­მოქ­მე­დებთ.

საფრ­თხე­ე­ბი რე­ა­ლუ­რია, შე­იძ­ლე­ბა დღეს სა­ღა­მო­საც მოხ­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა. ორი ვა­რი­ან­ტია: რუ­სე­თი­დან მი­ი­ღეს და­ვა­ლე­ბა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა მოხ­დეს სა­პყრო­ბი­ლე­ში ან „ვი­ვა­მედს“ უნდა ხე­ლე­ბის და­ბა­ნა და სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­შო­რე­ბა. დი­ლი­დან ჩვენ მივ­მარ­თავთ სხვა ეფექ­ტურ მე­ქა­ნიზმს“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დი" აცხა­დებს, რომ "იძუ­ლე­ბუ­ლი ხდე­ბა" მი­მარ­თოს, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, შე­ა­ფა­სოს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ვი­ვა­მედ­ში" შემ­დგო­მი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა.კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ ბოლო თვის მან­ძილ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა მხო­ლოდ სიმპტო­მურ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, უნ­დობ­ლო­ბას აცხა­დებს მედ­პერ­სო­ნა­ლის მი­მართ და უარს ამ­ბობს შე­თა­ვა­ზე­ბულ მკურ­ნა­ლო­ბის სქე­მა­ზე, რის შე­დე­გა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად იღებს "უზარ­მა­ზარ რე­პუ­ტა­ცი­ულ დარ­ტყმას" და "მედ­პერ­სო­ნა­ლი იძუ­ლე­ბით ვე­რა­ვის უმ­კურ­ნა­ლებს". „ვი­ვა­მე­დის“ გან­ცხა­დე­ბით, ის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა, რა­ზეც თან­ხმო­ბას აცხა­დებს პა­ცი­ენ­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.