"ნაცვლად იმისა მთავრობამ გამოავლინოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედება" - კვირის პალიტრა

"ნაცვლად იმისა მთავრობამ გამოავლინოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედება"

ნაცვლად იმისა მთავრობამ გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ტვიტერში" წერს.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან.

„მივესალმები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის დროულ ვიზიტს საქართველოში. ნაცვლად იმისა მთავრობამ დაამტკიცოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის განხორციელების ნამდვილი ნება და გამოავლინოს საქართველოს ევროპული მომავლისადმი ერთგულება, ის აგრძელებს რუსეთის ინტერესებში მოქმედებას, თავს ესხმის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს და მიესალმება პირდაპირ ფრენებს და უვიზო რეჟიმს რუსეთთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და ივანიშვილის დღევანდელმა რეაქციამ მისი მარიონეტების მეშვეობით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული გზიდან გადაუხვია საქართველოს მთავრობამ და არა ქართველმა ხალხმა. გვაქვს გერმანიის მხარდაჭერის იმედი", -აცხადებს გახარია.

ipn