მეცნიერებმა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებზე უცნობ დეტალებს მიაკვლიეს - მათ ანალიზი კომპოზიტორის თმის დნმ-ს ჩაუტარეს: რა წერია ახალ კვლევაში? - კვირის პალიტრა

მეცნიერებმა ბეთჰოვენის ჯანმრთელობის პრობლემებზე უცნობ დეტალებს მიაკვლიეს - მათ ანალიზი კომპოზიტორის თმის დნმ-ს ჩაუტარეს: რა წერია ახალ კვლევაში?

ახალ­მა კვლე­ვამ თით­ქმის 200 წლის წინ გარ­დაც­ვლი­ლი გერ­მა­ნე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, ლუდ­ვიგ ვან ბე­თჰო­ვე­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა. ეს თავ­სა­ტე­ხი ბე­თჰო­ვე­ნის თმის 5-მა ღერ­მა ამოხ­სნა. თმას დნმ-ის ანა­ლი­ზი ჩა­უ­ტარ­და, რა­მაც და­ად­გი­ნა, რომ გე­ნი­ო­სი კომ­პო­ზი­ტო­რის ცე­რო­ზით სიკ­ვდი­ლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ქრო­ნი­კუ­ლი მი­ღე­ბა იყო, რა­მაც მისი ღვიძ­ლის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ჩე­რა.

მკვლე­ვა­რებ­მა ბე­თჰო­ვე­ნის სიკ­ვდი­ლის­თვის სხვა ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ­ლე­ბიც ღვიძ­ლის და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი გე­ნე­ტი­კურ მიდ­რე­კი­ლე­ბა­საც მო­ი­ცავ­და. მკვლე­ვა­რებ­მა ისიც და­ად­გი­ნეს, რომ ხე­ლო­ვანს B ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სი ჰქონ­და.

კვლე­ვის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა და გერ­მა­ნი­ის ბო­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­ტი­კოს­მა, აქ­სელ შმი­დტ­მა Associated Press-თან ისა­უბ­რა:

"ბე­თჰო­ვე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, მის შე­მოქ­მე­დე­ბით სა­მუ­შა­ოს ზოგ­ჯერ და­ა­ვა­დე­ბე­ბი ზღუ­დავ­და. ექი­მე­ბის­თვის ყო­ველ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი რჩე­ბო­და, რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში ამის უკან." კვლე­ვა­ზე მუ­შა­ო­ბა მეც­ნი­ე­რებ­მა 2015 წელს და­ი­წყეს: "ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა, ვინც გე­ნე­ტი­კურ ტესტს ინ­ტე­რე­სის­თვის აკე­თებს, აღ­მო­ა­ჩენს, რომ მას გა­ურ­კვე­ვე­ლი არა­ფე­რი სჭირ­და და პა­სუ­ხე­ბი არ აკ­ვირ­ვებთ, მაგ­რამ ამ კვლე­ვით ჩვენ ყვე­ლა მხრი­დან გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გე­ბი მი­ვი­ღეთ: და­ა­ვა­დე­ბის რის­კე­ბი­დან ოჯა­ხურ ხემ­დე. 8 წლი­ა­ნი კვლე­ვის შემ­დეგ ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო",- ამ­ბობს ტრის­ტან ბეგი, კვლე­ვის მთა­ვა­რი ავ­ტო­რი. გააგრძელეთ კითხვა