"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება - ახალი ესკალაცია არ იქნე" - კვირის პალიტრა

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება - ახალი ესკალაცია არ იქნე"

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ახალი ესკალაცია არ იქნება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი.

“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება იქნება და იგი უმაღლეს დონეზე გაკეთებულ ერთობლივ განცხადებებზე იქნება დაფუძნებული. ახალი ესკალაცია არ იქნება! საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაუჭიროს მხარი ამ ნარატივს”, - წერს ფაშინიანი.

IPN