"იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა" - გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია
საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები პიანისტი გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს:
"გიორგი გიგაშვილი რუბინშტეინის საერთაშორისო კონკურსის ფინალისტია!!!!!!!!!!!!!იცით ეს რას ნიშნავს? დედამიწაზე ყველაზე პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა.
მას მერე რაც აქციის დარბევას და გაზის კაფსულებს ძლივს გადაურჩა… დილამდე სდიეს “პოლიციელებმა”, მერე კი გაფრინდა თელავივში და მსოფლიოს წამყან ახალგაზრდა პიანისტებს შორის გამარჯვებულ ექვსეულში ღირესეული ადგილი მოიპოვა!!!ვერც კი აღვწერ რა ბედნიერი ვარ!" - წერს რაჭველი.