ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს ფეხი მოუქნია - პარლამენტის დერეფანში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - კვირის პალიტრა

ალუდა ღუდუშაურმა გუბაზ სანიკიძეს ფეხი მოუქნია - პარლამენტის დერეფანში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

პარლამენტის დერეფანში ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ.

დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა გუბაზ სანიკიძეს გაყიდული ადამიანი უწოდა.