"არანაირი დარტყმა არ ჩანს, იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის" - როგორ აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის ფიზიკური და სიტყვიერ დაპირისპირებას ირაკლი კობახიძე - კვირის პალიტრა

"არანაირი დარტყმა არ ჩანს, იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის" - როგორ აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის ფიზიკური და სიტყვიერ დაპირისპირებას ირაკლი კობახიძე

ყველა "ნაცი“, რომელიც 100 ათასს დოლარად "ნაცდება“, ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან, ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის დერეფანში "ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

კობახიძის განცხადებით, ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი.

„ფიზიკურ დაპირისპირებაზე არ ვიცი, ვიცი, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გაიქცა. მე რაც ვნახე, არანაირი დარტყმა არ ჩანს და არც არაფერი მსგავსი. მე, რაც ვნახე იქ ჩანს, რომ გუბაზ სანიკიძე სამარცხვინოდ გარბის პარლამენტის შენობიდან. ყველა

"ნაცი“, რომელიც 100 ათას დოლარად „ნაცდება“ ასე უნდა გარბოდეს პარლამენტის შენობიდან. ეს არის გუბაზ სანიკიძის ხვედრი. ეს არის გუბაზ სანიკიძის მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი განაჩენი. 100 ათასს დოლარად, რომ "განაცდები", მეტის ღირსი ბუნებრივია, არ ხარ...

გუბაზ სანიკიძეში გადაიხადეს 100 000 დოლარი. სხვა წევრები, ვისაც ვერ უხდიან 100 000 დოლარს, გარბიან პარტიიდან.

"ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება და ამის მიზეზია ის, რომ “ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკური ძალა“.

დღეს იმდენად მოშლილია „ნაცმოძრაობა“, რომ არავითარი სხვა რესურსი მათ აღარ აქვთ. ერთადერთი შანსი აქვთ, რომ ვიღაცას მისცენ 100 000 დოლარი და დატოვონ საკუთარ პარტიაში.

რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პარტია არის სრული ფსკერი მორალური თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით "ნაცმოძრაობის“ დაშლის პროცესი გაგრძელდება და მას აქვს ერთადერთი მთავარი მიზეზი. ეს არის ის, რომ "ნაცმოძრაობა“ არის აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"