"ბახმუტში ვითარების სტაბილიზებას ვახერხებთ" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - კვირის პალიტრა

"ბახმუტში ვითარების სტაბილიზებას ვახერხებთ" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

ბახმუტში ვითარების სტაბილიზებას ვახერხებთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ტონი რადაკინთან გამართული საუბრის შემდეგ „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

„მქონდა სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან, ადმირალ ტონი რადაკინთან. ჩემს კოლეგას ფრონტის მთელ ხაზზე არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ ვაცნობე. ის ყველაზე მძიმეა ბახმუტის მიმართულებით. თავდაცვის ძალების უზარმაზარი ძალისხმევის წყალობით, ვახერხებთ ვითარების სტაბილიზებას. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხები. თანამშრომლობის განვითარებაზე და კონტაქტის შენარჩუნებაზე შევთანხმდით. მადლობელი ვარ ადმირალ რადაკინის მხარდაჭერისთვის. პარტნიორების დახმარების წყალობით, ჩვენ ვძლებთ და აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას!” - წერს ზალუჟნი.

IPN